ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus) — ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარი საპინდუსისებრთა[1] ოჯახისა. 15-მდე (სხვა მონაცემებით, 25-მდე) სახეობა ბუნებრივად იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus hippocastanum), რომელიც ხშირად გვხვდება ბაღ-პარკებში. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 2 მეტრამდეა. ქერქის ნაყენს (ვენოსტაზინი) წვეთების სახით ხმარობენ ვენების გაგანიერების (ვარიკოზის), თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. დეკორატიული თვალსაზრისით საინტერესოა ჰიბრიდული წითელყვავილა ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus pavia X A.hippocastanum), რომლის თითო-ოროლა ეგზემპლარი გვხვდება ბათუმში, ქუთაისში, ლიკანში, წინანდალში, თბილისში ( ახალგაზრდობის სასახლის ბაღი).

ცხენისწაბლა
Aesculus hippocastanum, ჩვეულებრივი ცხენისწაბლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Sapindales
ოჯახი:  საპინდუსისებრნი
გვარი:  Aesculus
ლათინური სახელი
Aesculus
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 202914

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება