ცხემლისხიდი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ცხემლისხიდისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ცხემლისხიდი, ზედა უჩხუბი, ბაღდადი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 90 მ., ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი. საავტობუსო მიმოსვლით დაკავშირებულია ქალაქ ოზურგეთთან.

სოფელი
ცხემლისხიდი

გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ცხემლისხიდი
კოორდინატები 41°55′33″ ჩ. გ. 42°05′03″ ა. გ. / 41.92583° ჩ. გ. 42.08417° ა. გ. / 41.92583; 42.08417
დაარსდა XVII საუკუნე
პირველი ხსენება 1892
ადრეული სახელები უჩხუბი
ცენტრის სიმაღლე 90
მოსახლეობა 446[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %, უკრაინელები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცხემლისხიდი — საქართველო
ცხემლისხიდი
ცხემლისხიდი — გურიის მხარე
ცხემლისხიდი

ისტორია რედაქტირება

 
ძლევისკარის ეკლესიის ნანგრევები

სოფლის ძველი სახელწოდებაა უჩხუბი, ამ სახელწოდებით იხსენიება XX საუკუნის დასაწყისამდე. სოფელი დასახლებული იყო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. აქ აღმოჩენილია 1622-25 წლების 10 ცალი პოლონური ვერცხლის მონეტა. მონეტები მოჭრილია მეფე სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. მონეტები ამჟამად დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება „ძლევისკარის“ ეკლესია, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.[3] ეკლესია იყო სავარაუდოდ წმინდა სტეფანეს სახელობისა, ხოლო მის მიმდებარე ადგილებს სტეფანწმინდა ეწოდებოდა.[4] XVIII საუკუნის ბოლომდე უჩხუბში იყო გურიელების რეზიდენცია, სანამ მას გადაიტანდნენ ჯერ შემოქმედში, შემდეგ კი ოზურგეთში. რუსეთის იმპერიის დროს უჩხუბი შედიოდა ბახვის სასოფლო საზოგადოებაში. 1892 წლიდან ჩნდება დასახელება ცხემლისხიდი.[5] 1950-იან წლებში სოფლის ცენტრში, ძველი სავაჭროების ადგილას აშენდა 40 ადგილიანი კულტურის სახლი, მოეწყო ცენტრი, დაირგო 3000 ძირი ხე: ჭადარი. თეთრი აკაცია, ნაძვი, გაკეთდა ჩვინიას გზა, ხიდი მდინარე ნატანებზე. 1999 წელს აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 1092
1911[7]   640
2002   527
2014   446 210 236

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16224
  4. ჩხატარაიშვილი ქ., გენერალი ივანე გურიელი // ცისკარი, ტ. 5, თბილისი, 1973.
  5. გაზეთი „ივერია“ N10 გვ. 3 1892 წ.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год