ცუცხვათი

სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

ცუცხვათისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. უახლესი რკინიგზის სადგურია ორპირი.

სოფელი
ცუცხვათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′11″ ჩ. გ. 42°51′50″ ა. გ. / 42.28639° ჩ. გ. 42.86389° ა. გ. / 42.28639; 42.86389
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 460
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 671[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცუცხვათი — საქართველო
ცუცხვათი
ცუცხვათი — იმერეთის მხარე
ცუცხვათი

სოფელში არის ურთხელის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1171 555 616
2014[1]   671 332 339

ისტორია რედაქტირება

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმოვანი, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.

ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან („ცაცხლათი“). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის. ქაიხოსრო მესხორაძეს და მის შვილებს სიმონს და ანდროს, კარის მღვდლის პეტრე კუპრაშვილისა და მისი შვილებისათვის იასესა და დავითისათვის მიუციათ წყალობა.[4] მეფე გიორგი V-მ წელს მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე.[5]

ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები.

ეკონომიკა რედაქტირება

სოფელში მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 246.
  • ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003. გვ. 101
  5. საქართველოს ისტორიის ლექსიკონი, გვ. 3