ცუგშპიცე (გერმ. Zugspitze) — გერმანიის უმაღლესი მწვერვალი ვეტერშტაინის ქედზე, ზღვის დონიდან 2962 მ სიმაღლეზე. მდებარეობს გარმიშ-პარტენკირხენიდან სამხრეთით. მის დასავლეთ მწვერვალზე გადის ავსტრიისა და გერმანიის საზღვარი. მთის სამხრეთით მთავრდება ცუგშპიცეს კარსტული პლატო, რომელიც მდიდარია მღვიმეებითა და გამოქვაბულებით. ცუგშპიცეს კალთებზე მდებარეობს სამი მყინვარი, რომელთაგან ორი გერმანიაში უდიდესია: ჩრდილოეთის შნეეფერნერი 30,7 ჰა ფართობით და ჰელენტალფერნერი 24,7 ჰა; გარდა ამისა, სამხრეთის შნეეფერნერი, რომლის ფართობიც 8,4 ჰექტარს შეადგენს. ცუგშპიცეზე პირველი ასვლა განხორციელდა 1820 წელს.

ცუგშპიცე
ცუგშპიცეს მასივი დასავლეთიდან (მწვერვალი ცუგშპიცე მარცხნივ)
ცუგშპიცეს მასივი დასავლეთიდან
(მწვერვალი ცუგშპიცე მარცხნივ)
კოორდინატები: 47°25′16″ ჩ. გ. 10°59′11″ ა. გ. / 47.42111° ჩ. გ. 10.98639° ა. გ. / 47.42111; 10.98639
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ავსტრიის დროშა ავსტრია
სიმაღლე 2962 
ქედი ვეტერშტაინი
ასაკი ტრიასული
ცუგშპიცე — გერმანია
ცუგშპიცე
ცუგშპიცე — ავსტრია
ცუგშპიცე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება