ცრუმორიელები[1] (ლათ. Pseudoscorpiones) — ფეხსახსრიანთა რიგი ობობასნაირების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 1–10 მმ აღწევს. თავმკერდი დაფარულია ქიტინოვანი ფარით. მის წინა ბოლოზე მოთავსებულია თვალები (1–2 წყვილი[2]) და პირის ორგანოები — წყვილი ქელიცერი და წყვილი ყბაფეხი, რომელიც ბოლოვდება ძლიერ განვითარებული მარწუხით,[1] ამით ისინი მორიელებს წააგვანან და ამიტომაც ეწოდებათ ასეთი სახელი. ქელიცერებზე იხსნება ქსელის ჯირკვლების სადინარები. მუცელი ფართოა.[2] ზოგი ცრუმორიელის მარწუხში შხამიანი ჯირკვალია. ცალსქესიანები არიან.[1] რიგში 2000-მდე სახეობაა,[2] რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული (განსაკუთრებით ტროპიკებსა და სუბტროპიკებში). ბინადრობენ ხავსში, ჩამოცვენილი ფოთლების, ქვისა და ქერქის ქვეშ, ადამიანის ბინაში (ხშირად წიგნსაცავში), ცხოველების სადგომში. იკვებებიან წვრილი მწერებით.[1] სუნთქავენ ტრაქეით. განაყოფიერება ხდება სპერმატოფორების საშუალებით. დედალი კვერცხებს ავითარებს გამოსაყვან კამერებში.[2]

ცრუმორიელები

Neopseudogarypus scutellatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ცრუმორიელები
ლათინური სახელი
Pseudoscorpiones (De Geer, 1778)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ცრუმორიელები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 243.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ложные скорпионы // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 750.