ცოცხმაგარასებრნი (ლათ. Lythraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ხეები და ბუჩქებია. 25 გვარის 500-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. კავკასიაში გვხვდება 4 გვარის 14 სახეობა, საქართველოში 3 გვარის 6 სახეობა. როტალის და ამანიის გვარების სახეობები ბრინჯის ნათესების სარეველებია. ბრაზილიური ვარდისფერი ხე ძვირფას მერქანს იძლევა. ზოგიერთი საღებავი მცენარეა, ზოგი თაფლოვანი და დეკორატიულია.

ცოცხმაგარასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Lythraceae

ლიტერატურა რედაქტირება