ცოცხანა (ლათ. Verbena) — მცენარეთა გვარი ცოცხანასებრთა ოჯახისა. ერთ- და მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქებია.

ცოცხანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Verbena

200-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება 3, მათგან 2 გზადმოყოლილია; ხშირად გვხვდება სამკურნალო ცოცხანა. იგი 30 — 100 სმ სიმაღლის ბალახია და თავთავებად შეკრებილი წვრილი მოცისფრო-სოსანი ყვავილები აქვს.

იზრდება ტენიან, დანაგვიანებულ ადგილებზე, ნათესებში მთის შუა სარტყელამდე. შეიცავს შხამიან ნივთიერებას. ფესვები იხმარება სანელებლად, თაფლოვანია. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა რედაქტირება