ცოდნის ფონდი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით, 2007 წლის ივნისში კახა ბენდუქიძემ დააფუძნა.[1]

კახა ბენდუქიძის პორტრეტი, გადაღებული მის კაბინეტში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა კახა ბენდუქიძის კამპუსი / ფოტო გადაღბულია გაგა კაპანაძის მიერ

ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ფონდის მიზანია ახალგაზრდა თაობის უზრუნველყოფა მსოფლიო დონის უმაღლესი განათლებითა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ფონდი ახდენს ინვესტირებას საქართველოს მომავალ თაობაში, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაში.[1]

2007-2012 წლებში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი საქველმოქმედო ინვესტიცია განახორციელა. ეს განათლების სფეროში კერძო საქველმოქმედო ინვესტირების უპრეცედენტო თანხაა საქართველოს მასშტაბით.

2020 წლისთავის ცოდნის ფონდის მიერ უმაღლესი განათლებაში (კერძოდ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების და მათი სტუნდეტების განათლების სასარგებლოდ) განხორციელებული ჯამური საქველმოქმედო ინვესტიცია 80 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

2018 წლიდან ცოდნის ფონდმა ინვესტირება დაიწყო საშუალო განათლებაში.[1]

დღეს ცოდნის ფონდის დირექტორი კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ბენდუქიძეა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ცოდნის ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-03-19.