ცოდნა – 1). საზოგადოებრივ-ისტორიული პრაქტიკით შემოწმებული და ლოგიკურად დადასტურებული სინამდვილის ჭეშმარიტი, ადეკვატური ასახვა ადამიანის ცნობიერებაში წარმოდგენების ცნებების, მსჯელობებისა და თეორიების სახით. იგი ობიექტური უნდა იყოს განსხვავებით რწმენისაგან, რომელიც გამოხატავს ადამიანის სუბიექტურ დარწმუნებულობას. განასხვავებენ არამეცნიერულ და მეცნიერულ ცოდნებს.[1]

ცოდნის განსახიერება

არამეცნიერული ცოდნა წარმოადგენს ისეთ ცოდნას, რომელიც არ არის დაფუძნებული მეცნიერული მეთოდებით. აქ გამოიყოფა ორი სახე – მეცნიერებამდელი და მეცნიერულის საპირისპირო ცოდნები. მეცნიერებამდელია ისეთი ცოდნა, რომელიც ადამიანს მოპოვებული აქვს ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე და ემყარება საღი აზრის თვალსაჩინოებას. მეცნიერულის საპირისპირო ცოდნა არ ემყარება მეცნიერულ მეთოდებს და მისი შემოწმება ობიექტური მეთოდებით პრინციპულად გამორიცხულია. იგი არის არა ნამდვილი, არამედ მოჩვენებითი ცოდნა.[1]

მეცნიერულია ცოდნა, რომელიც მეცნიერული მეთოდებით მიიღება და ობიექტურ შემოწმებადობას ექვემდებარება. მისი დაფუძნება ემყარება ცდას ან ლოგიკურ მტკიცებას, შესაბამისად გვაქვს ცდისეული ან თეორიული ცოდნა.[1]

2). ცოდნა წარმოადგენს ადამიანის მიერ შეძენილ და გამომუშავებულ ისეთ უნარს, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია შეიქმნას ახალი საჭირო ინფორმაცია, ან უკვე ცნობილი ინფორმაციიდან ისეთი ახალი მატერიალური, მომსახურეობითი, ან ინტელექტუალური პროდუქტი, რომელზეც არის ან შესაძლებელია გაჩნდეს მოთხოვნილება, ანუ მატერიალიზდეს ნებისმიერი სახის/კატეგორიის საჭიროებაში (არამატერიალურ, მატერიალური, მორალურ თუ  სოციალურ ღირებულებაში).[2]

3). ენის საშუალებით ფიქსირებული (ზეპირი თუ წერილობითი ფორმით) ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა ორი გზით: სტიქიურად (პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის დროს) და ორგანიზებული სწავლების საშუალებით. ცოდნის ათვისებაში რამდენიმე საფეხური არსებობს: ყველაზე დაბალი, მეორე საფეხური, მაღალი საფეხური.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 240.
  2. თემურ მაისურაძე, უპირატესობის მართვა, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი 2016, გვ 102. ISBN – 978-9941-457-34-0.