ციხიდან გაქცევა (პერსონაჟების სია)

აქ წარმოდგენილია ამერიკულ ტელესერიალ „ციხიდან გაქცევის“ პერსონაჟების სრული სია.

ციხიდან გაქცევის თითოეული სეზონისთვის არჩეულ იქნა ათი ან მეტი ახალი მსახიობი ბევრ ვარსკვლავთან ერთად. პირველი სეზონის პერსონაჟები ძირითადად იყვნენ ფოქს რივერის გამოსასწორებელი ციხის პატიმრები. მეორე სეზონიდან პატიმრებს დაემატათ ბევრი მთავარი გმირი, მათ შორის FBI-ის აგენტი, რომლის მთავარი მიზანი იყო რვა გაქცეული პატიმრის შეპყრობა. მესამე სეზონმა, რომელიც გადაღებულია პანამაში, წარმოადგინა ოთხი ახალი მთავარი პერსონაჟი, ორი მათგანი - ფედერალური სონას გამოსასწორებელი ციხის პატიმარი. ყველაზე დიდი ცვლილებები შეიტანა სერიალში პერსონაჟების სიკვდილმა. ეპიზოდების სცენარისტი, პოლ შერინგი ხსნის, რომ მთავარი პერსონაჟების სიკვდილი „აუდიტორიას შესძენს მეტ შიშს პროტაგონისტების ბედზე.“[1] .

მთავარი პერსონაჟები რედაქტირება

ლინკოლნ ბეროუზი რედაქტირება

განასახიერებს დომინიკ პარსელი. ლინკოლნი არის უმაღლესი სასწავლებლიდან გამორიცხული და დამნაშავედ წოდებული არამზადა, რომელსაც არასამართლიანად დააბრალეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძმის, ტერენს სტიდმენის მკვლელობა. იგი ეხმარებოდა მაიკლს და ჯეიმზ უისტლერს სონადან გაქცევაში.

მაიკლ სკოფილდი რედაქტირება

განასახიერებს უენტუორთ მილერი. ლინკოლნის ძმა, სკოფილდი მუშაობდა სტრუქტურულ ინჟინერად, მანამ სანამ თავს გაწირავდა მისი ძმის გადასარჩენად. ძმის გადარჩენის მიზნით, საგულდაგულოდ შეადგინა ციხიდან გასაქცევი გეგმა, შემდეგ კი ის მთელს ტანზე სვირინგის სახით მოიხატა. მთელი სერიების განმავლობაში, მაიკლი და ლინკოლნი გვაჩვენებენ ერთმანეთი სიყვარულს.

ფერნანდო სუკრე რედაქტირება

განასახიერებს ამორი ნოლასკო. იგი ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხის ერთ-ერთი პატიმარი. სუკრეს მოქმედება დამოკიდებულია მის სურვილზე, რომ შეხვდეს მის მეგობარ გოგონას. მან განავითარა მეგობრული ურთიერთობა მაიკლთან და ლინკოლთან და გახდა მათი მოკავშირე. იგი დაპატიმრებული იყო სონას ციხეში, რადგან მან განაცხადა უარი მაიკლ სკოფილდის ადგილმდებარეობის თქმაზე.

ლ.ჯ. ბეროუზი რედაქტირება

განასახიერებს მარშალ ოლმანი. იგი არის ლინკოლნ ბეროუზის თინეიჯერი ვაჟი. იგი ძალიან განიცდიდა მამამისის სიკვდილით დასჯის განაჩენს. იგი იძულებული გახდა რომ წასულიყო დასამალად, რადგან მას დასდევდნენ ისინი, ვისაც ლინკოლნის სიკვდილი უნდოდა.

ბრედ ბელიკი რედაქტირება

განასახიერებს უეიდ უილიამსი. იგი იყო ფოქს რივერის მთავარი ოფიცერი, რომელიც შემდეგ გადააყენეს. ბელიკმა გამოხატა აშკარა ანტიპათიები მაიკლის მიმართ და დაიწყო მასთან დაპირისპირება. ასევე იგი იმყოფებოდა სონას ციხეში.

თეოდორე T-Bag ბეგველი რედაქტირება

განასახიერებს რობერტ ნეპერი. იყო ფოქს რივერის გამოსასწორებელი ციხის პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა[2] ექვსი არასრულწოვნის გატაცების, გაუპატიურების და შემდეგ მათი მკვლელობისთვის. იგი იმყოფებოდა აგრეთვე სონას ციხეში.

სარა ტანკრედი რედაქტირება

განასახიერებს სარა უეინ კელისი. იგი არის ციხის ექიმი, რომელსაც მოეწონა სკოფილდი, შემდეგ კი ეს გრძნობა გადაიზარდა სასიყვარულო ინტერესებში. იგი არის ილინოისის გუბერნატორის შვილი, რომელიც იყო იმ გეგმის ერთ-ერთი წევრი, რომლის შედეგადაც ლინკოლნს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. საბოლოოდ იგი გადავიდა მაიკლის მხარეს და დაეხმარა ციხიდან გაქცევაში.

ჯეიმზ უისტლერი რედაქტირება

სოფია ლუგო რედაქტირება

ჯეიმზ უისტლერის მეგობარი.

განასახიერებს დანი გარსია. იგი პირველად გამოჩნდა მესამე სეზონში.

გრეჩენ მორგანი რედაქტირება

განასახიერებს ჯოდი ლინ ო’კიფი. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა მესამე სეზონში.

ალექსანდერ მაჰოუნი რედაქტირება

განასახიერებს უილიამ ფიხტნერი. იგი არის FBI-ს ყოფილი სპეციალური აგენტი და ევალებოდა რვა გაქცეული პატიმრის დაჭერა.

ვერონიკა დონოვანი რედაქტირება

განასახიერებს რობინ ტუნი. იგი არის მაიკლის და ლინკოლნის ბავშვობის მეგობარი. მან განიხილა სკოფილდის გეგმა და გახდა ლინკოლნის ადვოკატი. პირველ სეზონში იგი თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს.

ჯონ აბრუცი რედაქტირება

განასახიერებს პიტერ სტორმარი. დაპატიმრების შემდეგ გახდა გავლენიანი პიროვნება ფოქს რივერის გამოსასწორებელ ციხეში. იგი იყო ჩიკაგოს მაფიის ლიდერი. მან შესთავაზა მაიკლს გაქცევის გეგმა, სანაცვლოდ კი უკანასკნელს უნდა გაეგო მისგან თავისი დანაშაულის თვითმხილველის, ოტო ფიბონაჩის ადგილმდებარეობა. იგი რეგულარურად თამაშობდა პირველი სეზონის ნახევარში, ხოლო შემდეგ დაბრუნდა პირველი სეზონის დასასრულს.

ნორმან სენ ჯონი/ლეჩერო რედაქტირება

პანამელი ნარკოდილერი, ციხის ლიდერი. მოგვიანებით კარგავს გავლენას.

პოლ კელერმანი რედაქტირება

განასახიერებს პოლ ადელსტაინი. საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელიც მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტისთვის, რათა ეთვალთვალა, მიმდინარეობდა თუ არა ლინკოლნ ბეროუზის სიკვდილით დასჯა სწორად. იგი ხან უარყოფით პერსონაჟად გვევლინება, ხანაც დადებითად.

ბენჟამინ მაილზ C-Note ფრენკლინი რედაქტირება

დაპატიმრებულია მოპარული ქონების გამო. მას შემდეგ, რაც მაჰოუნის შესახებ რამდენიმე საიდუმლოს გათქვამს, ბრალდებებს ხსნიან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება