ციური სხეული[1], ცის სხეული[2], კოსმოსური სხეულისამყაროში არსებული ნებისმიერი მატერიალური სხეული, რომელიც დედამიწაზე მყოფმა დამკვირვებელმა შეიძლება აღმოაჩინოს ცაზე პირდაპირი დაკვირვებით ან არაპირდაპირი მეთოდებით. ცის სხეულებია: პლანეტები, პლანეტის თანამგზავრები, კომეტები, მეტეორები, ასტეროიდები, მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ვარსკვლავთშორისი გარემოს ღრუბლები და ნისლეულები, კვაზარები და სხვა; აგრეთვე კოსმოსური აპარატები ფრენის მომენტში. ცნება ცის სხეული პირობითა. მაგალითად მთვარეზე მყოფი დამკვირვებლისათვის ცის სხეული დედამიწაა, მთვარე კი — არა.

ციური სხეულები რედაქტირება

მზის სისტემის ობიექტები მზის სიტემის გარე ობიექტები
მარტივი ობიექტები შედგენილი ობიექტები სივრცეში განვრცობილი ობიექტები

სქოლიო რედაქტირება

  1. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ერთტომეული), თბ., 1986, გვ. 539
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 226.