ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.

მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო გრიგოლ რობაქიძე.[1] XX საუკუნის ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History. Routledge, ISBN 0-7007-1163-5
  • Seymour-Smith, Martin (1985), The New Guide to Modern World Literature. P. Bedrick Books, ISBN 0-87226-000-3
  • Lang, David Marshall (1962), A Modern History of Georgia. London: Weidenfeld and Nicolson.

სქოლიო რედაქტირება

  1. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 101-102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3