ცირცელა (ლათ. Sorbaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ბუჩქებია. 10-მდე სახეობა გავრცელებულია აზიაში. ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა (დღევანდელი რუსეთი) და შუა აზიაში 4 სახეობა იყო გავრცელებული.

ცირცელა

ჩვეულებრივი ცირცელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sorbaria (Ser. ex DC.) A.Braun, 1860
სინონიმები

იზრდება ტენიან ადგილებზე, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე. კავკასიაში ინტროდუცირებულია ცირცელას ხუთი სახეობა. მათგან ზოგიერთს აშენებენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და თბილისში. ცირცელა დდეკორატიული ბუჩქებია და ფართოდ იყენებენ ბაღთმშენებლობაში, ზოგან ველურდება.

ლიტერატურა რედაქტირება