ლუციუს კორნელიუს ცინა (ლათ. Lucius Cornelius Cinna; ძვ. წ. I საუკუნე) — ძველი რომაელი პოლიტიკური მოღვაწე. თავი გამოიჩინა მოკავშირეთა ომში. ძვ. წ. 87 წელს კონსულობა მიიღო. გაიუს მარიუსის მხარეზე გამოდიოდა. სულას აზიაში გამგზავრების შემდეგ (87) ცინა მის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ დამარცხდა და კამპანიაში გაიქცა. იქ განლაგებული ლეგიონების დახმარებით რომზე ილაშქრა, აიღო იგი და მონები გაათავისუფლა. ძვ. წ. 86 წელს მარიუსთან ერთად კონსული იყო. მისი სიკვდილის შემდეგ მარიუსის პარტიის ლიდერი გახდა და სირიიდან დაბრუნებული (84) სულას წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა. მაგრამ აჯანყებულმა ჯარისკაცებმა იმავე წელს მოკლეს.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცინა&oldid=3985024“-დან