ცილერტალის ალპები

ცილერტალის ალპები (გერმ. Zillertaler Alpen; იტალ. Alpi Aurine) — მთების ჯგუფი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. სიგრძე დაახლოებით 60 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3510 მ (მთა ჰოხფაილერი). იგი აღმოსავლეთისაკენ განზიდულ, გრძელ, მაღალი ტაუერნის მასივში (3798 მ) გადადის. დასავლეთით ესაზღვრება შტუბაის ალპები, სამხრეთით დოლომიტები, ჩრდილოეთით ტუქსის ალპები, ხოლო აღმოსავლეთით ვენედიგერის მთები. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გამყინვარებას. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაბატონებული გლობალური დათბობის გამო ცილერტალის ალპებში მიმდინარეობს მყინვარების უკანდახევა. ქედიდან სათავეს იღებს მდინარე ინის შენაკადი ცილერი, რომელიც ჩამოუდის კურორტ მაირჰოფენს.

ცილერტალის ალპები
კოორდინატები: 47°00′ ჩ. გ. 11°55′ ა. გ. / 47.000° ჩ. გ. 11.917° ა. გ. / 47.000; 11.917
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი ჰოხფეილერი
სიმაღლე 3510 
სიგრძე 60 კმ
ცილერტალის ალპები — ალპები
ცილერტალის ალპები

ზოგიერთი უღელტეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-მდე და მეტსაც აღწევს. ცილერტალის ალპები უმეტესად აგებულია გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ-მდე გვხვდება ტყეები (წიფელი, ნაძვი, სოჭი), უფრო მაღლა — ბუჩქები, მდელოები, მუდმივი თოვლი და მყინვარებია. განვითარებულია ტურიზმი. აღსანიშნავია სამთო-სათხილამური კურორტები: მაირჰოფენი, ჰოხფიუგენი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება