ციკუტა (ლათ. Cicuta) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახებია.

ციკუტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ციკუტა
ლათინური სახელი
Cicuta

10 — 20 სახეობა უმეტესად ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება. საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება (შხამიანი ციკუტა). შიშველი ბალახია. ღეროს სიმაღლე 50 — 150 სანტიმეტრს აღწევს.

იზრდება დაჭაობებულ ადგილებზე. მეტად შხამიანია, განსაკუთრებით ფესურა, რომელიც შხამიან ნივთიერება ციკუტოტოქსინს შეიცავს. ამ მცენარით გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად იწამლება მსხვილი საქონელი და ცხვარი.

ლიტერატურა რედაქტირება