„ცეცხლის ალში“ (ინგლ. Catching Fire) — ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ტრილოგია „შიმშილის თამაშების“ მეორე რომანი, ქეთნის ევერდინის ისტორიის გაგრძელება გამოგონილ პოსტაპოკალიპტიკურ მსოფლიოში. აშშ-ში რომანი გამოვიდა 2009 წელს და მოკლე დროშივე ბესტსელერი გახდა.[2]

„ცეცხლის ალში“
Catching Fire

ავტორი სიუზენ კოლინზი
გარეკანის მხატვარი ტიმ ო'ბრაიენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია შიმშილის თამაშების ტრილოგია
ჟანრი სათავგადასავლო
დისტოპიური
სამეცნიერო ფანტასტიკა[1]
გამომცემელი Scholastic
გამოცემის თარიღი სექტემბერი 1, 2009
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2013
გვერდი 391
oclc 288932790
წინამორბედი შიმშილის თამაშები
მომდევნო კაჭკაჭჯაფარა
ISBN 978-0-545-22724-7

შექმნის ისტორია რედაქტირება

აშშ-ში რომანი გაყიდვაში უნდა გასულიყო 2009 წლის 8 სექტემბერს, თუმცა მრავალრიცხვოვანი თხოვნების გამო გამოცემის თარიღი შეიცვალა (ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ გამოსვლის თარიღი უნდა ყოფილიყო სასწავლო წლის დასაწყისზე ადრე და არაუგვიანეს შრომის დღისა,[3] რომელიც 2009 წელს აღინიშნებოდა 7 სექტემბერს), და „ცეცხლის ალში“ გამოიცა 1 სექტემბერს[4] 350 000-იანი ტირაჟით.[3] ამასთანავე გამოცემამდე დიდი ხნით ადრე BookExpo America-ისგან[5] ხელმისაწვდომი იყო ელექტრონული ვერსია წინასწარი კითხვისთვის,[6] 2009 წლის მაისში კი გამომცემლობამ წიგნი პრიზის სახით გამოიყენა „შიმშილის თამაშების“ შემოქმედებით კონკურსზე. პრაქტიკულად იმავე დროს გამოვიდა აუდიოწიგნი, ხოლო 2010 წლის 3 ივლისისთვის „ცეცხლის ალში“ ხელმისაწვდომი იყო Amazon Kindle-სთვის.[7] ნახევარ წელიწადში (2010 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით) გაიყიდა 750 000-ზე მეტი ასლი.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Mockingjay proves the Hunger Games is must-read literature“. io9. August 26, 2010. ციტირების თარიღი: February 12, 2013.
  2. Hopkinson D.. (2008-09) A riveting return to the world of ‘The Hunger Games’. Review. BookPage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-20.
  3. 3.0 3.1 The On-Sale Calendar: September 2009 Children's Books. New Titles. Publishers Weekly (2009-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  4. Suzanne Collins, Catching Fire, New York: Scholastic Press, 2009. — 391 p, ISBN 0439023491.
  5. Официальный сайт BookExpo America.(ინგლისური)
  6. Roback D., 'Hunger Games 2': A First Look(ინგლისური) // Publishers Weekly, 2010-01-22.
  7. Catching Fire (The Second Book of the Hunger Games). Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  8. Roback D.. (2010-02-11) 'Mockingjay' to Conclude the Hunger Games Trilogy. Book News. Publishers Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2010-10-21.