ცეპელინი (გერმ. Zeppelin) — მფრინავი აპარატი, რომელიც პირველად გერმანელმა გრაფმა ფერდინანდ ფონ ცეპელინმა შექმნა XX საუკუნის დასაწყისში, ავიაციის პიონერი დავიდ შვარცის ადრე შექმნილი პროექტის საფუძველზე. ცეპელინის პროექტის დიდი წარმატების გამო ეს ტერმინი შერჩა ყველა მყარი კარკასის დირიჟაბლებს.

ცეპელინ LZ126 უახლოვდება ნიუ-ჯერსის სანაპიროს.

ცეპელინებს მგაზვრთა გადასაყვანად და სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, რომელსაც კომპანია Deutsche Luftschiffahrts-AG (DELAG) ემსახურებოდა. DELAG, პირველი კომერციული ავიაკომპანია, ახორციელებდა რეგულარულ რეისებს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ომის დაწყების შემდეგ გერმანიის შეიარაღება მათ როგორც ბომბდამშენებსა და სკაუტებს იყენებდა.

გერმანიის დამარცხებამ ამ მფრინავი აპარატების გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა ჰუგო ეკენერის თაოსნობით, გარდაცვლილი გრაფის შთამომავალი, ცეპელინების სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენებამ რენესანსი განიცადა 1920-იან წლებში. ცეპელინები ზენიტს 1930-იან წლებში აღწევს, როდესაც ხომალდები LZ 127 Graf Zeppelin და LZ 129 Hindenburg რეგულარულ ტრანსატლანტიკურ რეისებს ახორციელებდნენ გერმანიასა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკას შორის. ჰინერბურგის კატასტროფამ 1937 წელს საჰაერო გიგანტების პოპულარობის ვარდნას შეუწყო ხელი, თუმცა ცეპელინის ხმარებიდან გასვლის უმთავრესი მიზეზები უფრო პოლიტიკური იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება