ცენტრალური სტადიონი (თბილისი)

ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონი, ასევე ცენტრალური სტადიონი — ისტორიული საფეხბურთო სტადიონი თბილისში, პირველი სპორტული ნაგებობა საქართველოში, მდებარეობდა დღევანდელი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის ადგილას. მასპინძლობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საშინაო შეხვედრებს. ცენტრალური სტადიონი 1932-1935 წლებში დაპროექტდა და აშენდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ. ცენტრალური სტადიონი, როგორც არქიტექტურული ნაგებობა, მიჩნეულია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ნიმუშად[1].

ცენტრალური სტადიონი

ცენტრალური სტადიონი
სრული სახელი ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
გაიხსნა 1935
დაიხურა 1976
არქიტექტორი არჩილ ქურდიანი
ტევადობა 23.000, 1956-დან 35.000
გუნდები
დინამო თბილისი

თავდაპირველი სტადიონი იტევდა 23.000 მაყურებელს. 1956 წელს ტევადობის გაზრდის მიზნით სტადიონს დაემატა ლითონის კონსტრუქციები, რამაც მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა 35.000-მდე გაზარდა[2]. ეს რეკონსტრუქციაც არჩილ ქურდიანის მიერ განხორციელდა[1].

1960-70-იან წლებში არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანისა და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის მიერ შედგენილ იქნა დინამოს სტადიონის ახალი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც მთავარი არქიტექტორის, გია ქურდიანის თაოსნობით განხორციელდა. ამ პროექტით ცენტრალური სტადიონის არქიტექტურულად მდიდარი ნაგებობა დაანგრიეს და მის ნაცვლად ააგეს უფრო დიდი, დღეს ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სახელით ცნობილი დინამოს სტადიონი, რომელიც 1976 წელს საზეიმოდ გაიხსნა[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ბურუსი. დინამოს სტადიონის ისტორია
  2. სტადიონი, დინამო თბილისი, საფეხბურთო კლუბის ოფიციალური საიტი