ცელესტინ I (ლათ. Caelestinus PP.I; დ. უცნობია — გ. 27 ივლისი, 432) — რომის პაპი 422-432 წლებში. კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. კათოლიკური ეკლესია მოიხსენიებს 27 ივლისს, ხოლო მართლმადიდებლური — 21 აპრილს.

ცელესტინ I

ბიოგრაფია რედაქტირება

ცელესტინის ადრეულ ცხოვრებაზე ბევრი რამაა გაურკვეველი, თუმცა ცნობილია რომ ის რომაელი იყო, ხოლო მამამისს — პრისკუსი ერქვა. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმინდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმინდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. პაპის, ბონიფაციუს I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ ცელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს.

ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 431 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე, სადაც ცელესტინ I-მა დელეგატები გაგზავნა, დაიგმო ერესი.

ცელესტინ I ნესტორიანობას გმობდა კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.

ცელესტინ I გარდაიცვალა 432 წელს 27 ივლისს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ბონიფაციუს I
რომის პაპი

422432
შემდეგი:
სიქსტუს III