ჩხერი

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩხერი (ჩხერე[1]) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3565 მ სიმაღლეზე. სიგრძე 10 კმ, აუზის ფართობი 33 კმ². საზრდოობს მყინვარის, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1 მ³/წმ.[2]

ჩხერი

მდინარე ჩხერის ხედი გერგეტის სამების ეკლესიიდან
სხვა სახელი ჩხერე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სათავე მყინვარწვერის მასივი
42°40′02″ ჩ. გ. 44°32′31″ ა. გ. / 42.667250° ჩ. გ. 44.542167° ა. გ. / 42.667250; 44.542167
სათავის სიმაღლე 3565 მ
შესართავი თერგი
42°39′53″ ჩ. გ. 44°38′37″ ა. გ. / 42.664722° ჩ. გ. 44.643778° ა. გ. / 42.664722; 44.643778
სიგრძე 10 კმ
აუზის ფართობი 33 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,0 მ³/წმ
ჩხერი — საქართველო
ჩხერი
ჩხერი
ჩხერი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩხერი
ჩხერი
— სათავე, — შესართავი
ჩხერი ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. მაჩვენებელი საქართველოს სამხედრო გზაზე
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 176.