ჩუვაშები (საკ. სახ. ჩავაშ) — თურქულენოვანი ერი რუსეთის ფედერაციაში, ჩუვაშეთის ძირითადი მოსახლეობა (67,69 %), საერთო რაოდენობა 1,8 მლნ კაცი (2002). 2002 წლის აღწერის მიხედვით რუსეთში ცხოვრობს 1 637 200 ჩუვაში, მათგან 889 268 ცხოვრობს თვით ჩუვაშეთში, 126 500 ადამიანი თათრეთში (7,7 %), 117 300 კაცი ბაშკირეთში (7,1 %), 101 400 ჩუვაში ცხოვრობს სამარის, ხოლო 111 300 ულიანოვსკის ოლქებში. შედარებით მცირე რაოდენობით ცხოვრობენ მოსკოვში, ტიუმენის, როსტოვის, ვოლგოგრადის, კემეროვოს, ორენბურგისა და მოსკოვის ოლქებში, კრასნოიარსკის მხარეში, ყაზახეთში და უკრაინაში. ანთროპოლოგიურად ევროპეიდული და მონღოლოიდური რასის ნარევია.

ჩუვაშები ხალხური ცეკვის შესრულებისას.

შედგებიან 2 ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფისაგან:

  • ზემო ჩუვაშები — ჩრდილოეთ-დასავლეთი ჩუვაშეთში.
  • დაბლობის ჩუვაშები — ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ ჩუვაშეთში.

ლაპარაკობენ ჩუვაშურ ენაზე. მორწმუნეთა იმეტესობა — მართლმადიდებლები არიან. ქრისტიანობის გავრცელებამდე (XVII საუკუნის შუა წლები) სწამდათ წინაპართა კულტი.

ეთნოგენეზი რედაქტირება

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ჩუვაშების ეთნოგენეზში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ვოლგა-კამის თურქულენოვანმა ბულგარებმა, რომლებიც ათასწლეულის ბოლო მეოთხედში დასახლდნენ ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეერწყნენ ადგილობრივ ფინურ-უნგრულ ტომებს. XV საუკუნის II მეოთხედშიჩუვაშების მიწები ყაზანის სახანოს შემადგენლობაში შევიდნენ. ჩუვაში ხალხი ძირითადად XV საუკუნეში ჩამოყალიბდა. 1551 წელს შეუერთდნენ რისეთის სახელმწიფოს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება