ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია (ზამბია)

ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია (ინგლ. Northwestern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სოლვეზი.

პროვინცია
ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია
ინგლ. Northwestern Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი Solwezi
კოორდინატები 13°00′00″ ს. გ. 25°00′00″ ა. გ. / 13.00000° ს. გ. 25.00000° ა. გ. / -13.00000; 25.00000
ფართობი 125 826 კმ²
მოსახლეობა 727 044 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

გეოგრაფია რედაქტირება

ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის გავლით მიედინება 3 დიდი მდინარე: ზამბეზი, კაფუე და კაბომპო.

გვალვის პერიოდში, რომელიც გრძელდება მაისიდან ივლისის ჩათვლით, ამინდი მშრალი და გრილია, ღამის ტემპერატურაა 0-10 °C, დღის 15-25 °C. აგვისტოდან თბება 30 °C-მდე და ჰაერი ხდება უფრო ნოტიო. თავსხმა წვიმები მოდის დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით, დგება სიცხე და ნოტიო ამინდი. ამ პერიოდში წვიმა მოდის თითქმის ყოველდღე.

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 727 044 ადამიანს[1]. ეს ყველაზე მცირედ დასახლებული და ყველაზე ნაკლებად განვითარებული პროვინციაა ზამბიაში. მოსახლეობის დაახლოებით 87 % ეწევა ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას. აქ ფული თითქმის არ გამოიყენება.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად:

  • ჩავუმა
  • იკელენგე
  • კაბომპო
  • კასემპა
  • მუფუმბვე
  • მვინილუნგა
  • სოლვეზი
  • ზამბეზი

სქოლიო რედაქტირება