ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალები

ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალები
ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალები
Армија на Република Македонија
დაარსდა 1991 წელს
ამჟამინდელი სახით 1991 წლიდან
შტაბი სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები
სპეციალური ძალები სპეციალური დანიშნულების რაზმი
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი გეორგე ივანოვი
მინისტრი ზორან იოლევსკი
მინისტრის წოდება ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
გენერალური შტაბის მეთაური გორანცო კოტესკი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18[1]
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 532,856 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

513,684 ქალი (16-49 წწ) [1]

ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 444,247 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

427,556 ქალი (16-49 წწ) [1]

ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 16,144 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

14,920 ქალი (16-49 წწ) [1]

აქტიური სამხედრო პერსონალი 30,000
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 70 000
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი 300 000 000 $ (2013)[2]
მშპ-ის პროცენტი 2,5% (2010)[1]
საგარეო მომწოდებლები უკრაინის დროშა უკრაინა
სერბეთის დროშა სერბეთი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
თურქეთის დროშა თურქეთი

ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალები (მაკედ: Армија на Република Македонија) — ჩრდილოეთ მაკედონიის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს მაკედონიის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია (Армија, Armija), სამხედრო-საჰაერო ძალები (Воено Воздухопловство, Voeno vozduhoplovstvo), სპეციალური დანიშნულების რაზმი „მგლები” (Волци, Volci)).

2006 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.

ისტორია რედაქტირება

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სამხედრო ისტორია იწყება მეორე მსოფლიო ომიდან, როდესაც ეთნიკური ჯგუფები მაკედონიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უახლესი კონტინენტური მასშტაბის დაპირისპირება კი, ალბანელებთან თანამედროვე ეთნიკურ კონფლიქტია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს მაკედონიის შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა. თავდაპირველად შეიარაღებულ ძალებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ოთხი დაზიანებული ტანკი T-34 და გარკვეული რაოდენობის იარაღი გააჩნდა. მაკედონიამ თანამედროვე შეიარაღება ბულგარეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძინა და საჩუქრად მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიის არმია იბრძოდა 1999 წელს ნატოს ძალების შემადგენლობაში , 2001 წელს შიდა კონფლიქტსა და, ასევე, ერთეულ ბრძოლებში ერაყსა და ავღანეთში ამერიკის მხარეს. 2006 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად პროფესიონალურ არმიად იქცა. ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებულ ძალებში „ნატოს“ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობანი რეფორმები გატარდა.

ხელმძღვანელობა და სტრუქტურა რედაქტირება

ჩრდილოეთ მაკედონიის სამხედრო ძალებს ქვეყნის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი, თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევსკი მეთაურობს. შეიარაღებული ძალების უშუალოდ გენერალური შტაბის მეთაური გორანცო კოტესკი მართავს.

აღჭურვილობა რედაქტირება

სატრანსპორტო საშუალებები რედაქტირება

სატრანსპორტო საშუალება ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
ლოჯისტიკა და დაჯავშნული სატრანსპორტო მანქანები
HMMWV   აშშ სამხედრო მსუბუქად დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალება 56 41 ერთეული მიღებულია, როგორც შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
Land Rover Defender   გაერთიანებული სამეფო სატრანსპორტო საშუალება 42
Otokar Cobra   თურქეთი სატრანსპორტო საშუალება 1 უსასყიდლოდ გადასცა თურქეთმა
Iveco   იტალია საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 44
DAF   ნიდერლანდები საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 126
სატვირთო M35/44   აშშ საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 150 შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
სატრანსპორტო საშუალება ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
დაჯავშნული საბრძოლო მანქანები
BMP-2   სსრკ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა 11
MT-LB   სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 11
BTR-80   სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 12 იყენებს სპეციალური დანიშნულების ძალები
BTR-70   სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 60
TM-170 "Hermelin"   გერმანია ჯავშანტრანსპორტიორი 115 მოდიფიცირებულია Eurokompozit-ის მიერ

პრილეპი http://www.eurokompozit.mk/ დაარქივებული 2014-01-16 საიტზე Wayback Machine.

ELBO Leonidas-2   საბერძნეთი ჯავშანტრანსპორტიორი 10 სარეზერვო
M113   აშშ ჯავშანტრანსპორტიორი 30 სარეზერვო
ტანკი
T-72   სსრკ მთავარი საბრძოლო ტანკი 31

არტილერია რედაქტირება

არტილერია ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
არტილერია
BM-21 Grad   სსრკ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 12
M2A1   აშშ ჰაუბიცა 36 შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
M-30   სსრკ ჰაუბიცა 108 ბულგარეთის სამხედრო დახმარება
M-63 "Plamen"   იუგოსლავია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 12

ნაღმტყორცნები- სულ 700, ex-JNA, ტიპი- 60მმ M57; 81/82მმ M37; 81/82მმ M69; 120მმ M43.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 CIA - The World Factbook -- Macedonia. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-22. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
  2. NationMaster - Macedonian Military statistics. NationMaster. ციტირების თარიღი: 2009-11-21.[მკვდარი ბმული]