ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა

ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა (ინგლ. Northern Ireland Assembly, ირლ. Tionól Thuaisceart Éireann) — ჩრდილოეთ ირლანდიის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო ფორმირებულია რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც შედგა 1988 წლის 22 მაისს. წინასწარი გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მიღებული იქნა ბრიტანეთისა, ირლანდიის მთავრობის და ჩრდ. ირლანდიის პარტიების შეხვედრის შედეგად. ჩრდ. ირლანდიის ასამბლეის არჩევნები შედგა 1998 წლის 25 ივნისს. ორგანოს კომპეტენციაში შედის: ჯანმრთელობის, განათლების, ადგილობრივი მმართველობის, მშენებლობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ხელოვნების საკითხები. ასამბლეის მიერ მიღებულ აქტებს, დედოფლის კეთილგანწყობა ესაჭიროება.

ოფიციალური ლოგო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება