ჩრდილოეთი ტაილანდი

ჩრდილოეთი ტაილანდი (ტაი. ภาคเหนือ) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილოეთში, ესაზღვრება მიანმარს და ლაოსს.[1]

ჩრდილოეთი ტაილანდის რუკა შესაბამისად ექვსი რეგიონის დაჯგუფების სისტემით
ჩრდილოეთი ტაილანდის რუკა შესაბამისად ოთხი რეგიონის დაჯგუფების სისტემით

გეოგრაფია რედაქტირება

ჩრდილოეთ ტაილანდის ბუნება ძირითადად წარმოდგენილია ტყიანი მთებით, რომელიც არის ჰიმალაის დასაწყისი და ნაყოფიერი მდინარეების ხეობებით.[2] საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1500 მ, ყველაზე მაღალი წერტილი - დოიინტანონი (ტაი. ดอยอินทนนท์) (2565 მ). ძველად, მთის ფერდობები დაფარული იყო ხშირი ტყეებით. ჩრდილოეთ ტაილანდი - არის რეგიონი, სადაც ჯერ კიდევ მუშაობენ ტყეში სპილოები.[3]

ძირითადი მდინარეებია: იომი, პინგი, ვანგი და ნანი.[4].

კლიმატი რედაქტირება

დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, დღისით ტემპერატურა მერყეობს 20°C-დან 28°C-მდე, ხოლო ღამით მთებში შეუძლია დაეცეს 0°C-მდე. ამ დროს, დილით, პროვინცია ჩიანგმაიში ჰაერის ტემპერატურა 10°C-მდე, როდესაც რეგიონის სხვა პროვინციებში ჰაერის ტემპერატურა 20°C-ზე მეტია.

ცხელი სეზონი გრძელდება აპრილიდან მაისამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა თბება 30°C-მდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოკლევადიანი ძლიერი გადაუღებელი წვიმები, რომელსაც ეწოდება მანგოს წვიმები, რადგან წვიმა მანგოს სიმწიფის პერიოდს ემთხვევა. მანგოს წვიმები ჩრდილოეთით შეიძლება დაიწყოს ადრეც (ზოგჯერ თებერვალშიც), ხოლო სამხრეთით - მოგვიანებით.

ივნისიდან ოქტომბრამდე, წვიმიანი სეზონი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა მერყეობს 23-33°C ფარგლებში.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ჩრდილოეთ ტაილანდის რეგიონში შედის 9 პროვინცია.

გერბი პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ISO მოსახლეობა,
კაცი. (2010)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
სურათი
1   ჩიანგმაი
(ชียงใหม่)
ჩიანგმაი TH-50 1 708 564 20 107,0 84,97  
2   ლამფუნი
(ลำพูน)
ლამფუნი TH-51 406 178 4 508,9 90,08  
3   ლამპანგი
(ลำปาง)
ლამპანგი TH-52 731 710 12 534,0 58,38  
4   უტარადიტი
(อุตรดิตถ์)
უტარადიტი TH-53 427 917 7 838,6 54,59  
5   ფრე
(แพร่)
ფრე TH-54 417 689 6 538,6 63,88  
6   ნანი
(น่าน)
ნანი TH-55 443 484 11 472,1 38,66  
7   ფაიაუ
(พะเยา)
ფაიაუ TH-56 407 822 6 335,1 64,38  
8   ჩიანგრაი
(เชียงราย)
ჩიანგრაი TH-57 1 157 302 11 678,4 99,10  
9   მეჰონგსონი
(แม่ฮ่องสอน)
მეჰონგსონი TH-58 193 005 12 681,3 15,22  

გალერეა რედაქტირება

ჩრდილოეთ ტაილანდის ლანდშაფტი

სქოლიო რედაქტირება

  1. ჩრდილოეთი ტაილანდი
  2. www.rainforests.mongabay.com/deforestation/archive/Thailand.htm
  3. ფაქტები რდილოეთ ტაილანდზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
  4. ძირითადი გეოგრაფიული რეგიონები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
  5. Достопримечательности и экскурсии Северного Таиланда.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2016-02-09.