ჩრდილოეთი კვანზა (პორტ. Kwanza-Norte) — პროვინცია ანგოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნ’დალატანდო. მისი ფართობი შეადგენს 24 190 კმ²-ს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 443 386 ადამიანს.[1] (2014 год).

პროვინცია
ჩრდილოეთი კვანზა
პორტ. Kwanza-Norte
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი N'dalatando
შიდა დაყოფა Ambaca, Banga, Bolongongo, Cambambe, Cazengo (N'dalacity), Golungo Alto, Gonguembo, Lucala, Quiculungo და Samba Cajú
კოორდინატები 9°01′00″ ს. გ. 15°04′00″ ა. გ. / 9.01667° ს. გ. 15.06667° ა. გ. / -9.01667; 15.06667
ფართობი 24 190 კმ²
მოსახლეობა 443 386 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 18,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი kwanzanorte.gov.ao

გეოგრაფია რედაქტირება

ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ბენგოს პროვინცია, ჩრდილოეთით — უიჟეს პროვინცია, აღმოსავლეთით — მალანჟეს პროვინცია, სამხრეთით — სამხრეთი კვანზა. პროვინცია მდებარეობს მდინარე კვანზას ჩრდილოეთით, 100 კმ-ით აღმოსავლეთით ლუანდიდან.

ამ პროვინციაში მდებარეობს ანგოლის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ტროპიკული ჯუნგლების მსხვილი მასივები. ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის დანარჩენი ტიპური ბუნების ლანდშაფტია სავანა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ეკონომიკა რედაქტირება

 
ახალი სარკინიგზო ვაგზალი ქალაქ დონდოში

პროვინციის მეურნეობის საფუძველია — სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხოველეობა, ყავის, ბამბის, ხილის მოყვანა. მიმდინარეობს ხე-ტყის დამზადება. პროვინციაში არსებობს ალმასის, ოქროს და სპილენძის საბადოები.

ჩრდილოეთი კვანზის პროვინციის ტერიტორიაზე გადის ლუანდა — მალანჟეს რკინიგზა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება