ჩიტისთავა (ლათ. Gagea) — მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. პატარა (3 — 35 სმ სიმაღლისა) ბოლქვიანი ბალახებია. მათი ყვავილსაფრის ფოთოლაკი ყვითელი ან თეთრია და დაყვავილების შემდეგ ზედვე რჩება. ბევრი სახეობა გაზაფხულის ეფემერია.

ჩიტისთავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ჩიტისთავა
ლათინური სახელი
Gagea

100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპის, აზიისა და აფრიკის ზომიერ ზონაში. კავკასიასა და შუა აზიაში 90-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში — 14, მათ შორის 5 კავკასიის ენდემია.

გვხვდება დაბლობიდან მოკიდებული ალპურ სარტყელამდე ველებსა და კლდოვან ადგილებზე, ტყეებსა და ბუჩქნარებში, მდელოებზე, ხშირად თოვლთან ახლოს, სახეობათა მეტი წილი უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

ლიტერატურა რედაქტირება