ჩინჩა-ალტა — ქალაქი პერუში, იკას რეგიონში, ჩინჩას პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ლიმას სამხრეთით, 200 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობა შეადგენს 177, 000 კაცს.

ქალაქი
ჩინჩა-ალტა
Chincha Alta
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი იკა
კოორდინატები 13°27′00″ ს. გ. 76°08′00″ დ. გ. / 13.45000° ს. გ. 76.13333° დ. გ. / -13.45000; -76.13333
ქალაქის მერი ხოსე ალბერტო ნავარო გრაუ
ფართობი 2988 კმ²
ცენტრის სიმაღლე 97±1 მეტრი
მოსახლეობა 177.000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 235.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC–5
ოფიციალური საიტი munichincha.gob.pe
ჩინჩა-ალტა — პერუ
ჩინჩა-ალტა

ისტორია რედაქტირება

პირველი მოსახლეები ამ ტერიტორიაზე IX საუკუნეში გამოჩნდნენ. ეს ხალხი ცნობილია როგორც პრე-ჩინჩა. ისტორიკოსი ლუის კანეპა პაჩა ამ ხალხის აქ მოსვლის პერიოდად X საუკუნეს მიიჩნევს. ეს ხალხი დაკავებული იყო და საზრდოობდა მეთევზეობითა და შემგროვებლობით. მათი წარმომავლობა დღემდე უცნობია.

XII საუკუნეში, ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა უფრო განვითარებული და მეომარი ხალხი ჩინჩა. მათ მოაწესრიგეს აგრარული სფერო, გაიყვანეს საირიგაციო სისტემა, ააშენეს არქიტექტურული ძეგლები. სულ მალე, ჩინჩას ხალხი იქცა არეალის ძირითად მოსახლეობად. მათ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. განსაკუთრებით ზღვაოსნობაში და სავარაუდოდ, ცენტრალური ამერიკის სანაპიროებამდეც კი მიაღწიეს.

1458-1460 წლებში, ჩინჩას ხალხი დაიპყრო ინკების ძლევამოსილი იმპერიის არმიამ, იმპერატორ პაჩაკუტის მმართველობისას, უფლისწულ ტუპაკ ინკა იუპანკის სარდლობით. სულ მალე, ეს ტერიტორია გახდა იმპერიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შემდგომში, ეს რეგიონიც, ისევე როგორც მთელი იმპერია, დაპყრობილ იქნა ესპანელების მიერ. მოხდა ადგილობრივების ასიმილაცია ესპანელების მიერ ჩამოყვანილ აფრიკელებთან.

2007 წლის პერუში მომხდარი მიწისძვრისას, ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება