ჩინგიზ აითმათოვი (ყირგ. Чыңгыз Айтматов, რუს. Чинги́з Тореку́лович Айтма́тов) (დ. 12 დეკემბერი, 1928, სოფ. შექერი, ყირგიზეთი — გ. 10 ივნისი, 2008, ნიურნბერგი, გერმანია) — ყირგიზი მწერალი. ძირითადად წერდა რუსულ ენაზე.

ჩინგიზ აითმათოვი
ყირგ. Чыңгыз Төрөкулович Айтматов
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1928(1928-12-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი შექერი, სსრკ[15]
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 2008(2008-06-10)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [17] [11] [13] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიურნბერგი[18]
დასაფლავებულია Ata-Beyit
საქმიანობა პოლიტიკოსი[15] , დიპლომატი, ჟურნალისტი[15] , მთარგმნელი, რომანისტი[15] , სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, მწერალი და პროზაიკოსი
ენა რუსული ენა და ყირგიზული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 ყირგიზეთი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი რომანი, მოკლე რომანი და ნოველა
Magnum opus და საუკუნეზე მეტხანს გრძელდება დღე, თეთრი გემი, პირველი მასწავლებელი, ჯამილა, Farewell, Gulsary! და The Place of the Skull
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ალექსანდერ მენის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ნადეჟდა კრუფსკაიას მედალი, მეგობრობის ორდენი, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, Friedrich-Rückert-Preis, Hero of the Kyrgyz Republic, Order of Manas, 1st class, Order of Fatherland, Order of Friendship, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, ღიმილის ორდენი, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[19] , Order of Outstanding Merit[20] , „მეგობრობის“ ორდენი, Officer's Cross of the Hungarian Order of Merit[21] , ლენინური პრემია, Hungarian Order of Merit და Medal "In Commemoration of the 1000th Anniversary of Kazan"
მეუღლე
შვილ(ებ)ი ასკარ აითმათოვი
ხელმოწერა

წარმოშობა რედაქტირება

ჩინგიზ აითმათოვი დაიბადა სოფელ შექერში, საიდანაც იყო წარმოშობით მისი მამა — თორეკულ აითმათოვი. მომავალი მწერლის მამა და დედა — ნაგიმა აბდულვალიევა (ეროვნებით თათარი), პარტიული მუშაკები იყვნენ. უფროსი ჩინგიზის გარდა, ოჯახში 2 ვაჟი (მათგან ერთი პატარა გარდაიცვალა) და ორი გოგონა იზრდებოდა.[22] 1929–1935 წლებში თორეკულ აითმათოვს მნიშვნელოვანი პოსტები იკავა ყირგიზეთის ასსრ-ის მთავრობაში, ხოლო 1935 წლიდან — სწავლობდა წითელ პროფესურაში, მოსკოვში. 1937 წელს იგი დააპატიმრეს ნაციონალიზმის ბრალდებით და 1938 წელს დახვრიტეს. მამის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახი შექერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩინგიზ აითმათოვმა დაასრულა რვაწლიანი სკოლა.

განათლება რედაქტირება

აითმათოვმა სწავლა ჯერ ჯამბულის ზოოტექნიკუმში განაგრძო, მისი დამთავრების შემდეგ კი, 1948 წელს, — ფრუნზეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1953 წელს დაასრულა. შემდგომ იგი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ვეტერინარად.

სამწერლო მოღვაწეობა რედაქტირება

პირველი მოთხრობა „მეგაზეთე ძიუიო“ ჩინგიზ აითმათოვმა ჯერ კიდევ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს, 1952 წელს გამოაქვეყნა, რუსულ ენაზე. ამას მოჰყვა სხვადასხვა მოთხრობები, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. 1956 წელს მწერალი მოსკოვში გაემგზავრა, უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე სასწავლად, რომელიც 1958 წელს დაამთავრა. სწავლის დროს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „პირისპირ“ (1957), ყირგიზულ და რუსულ ენებზე, მაგრამ, საყოველთაო აღიარება აითმათოვს მოუტანა მოთხრობამ „ჯამილა“ (1958), რომელიც მაშინვე თარგმნა ფრანგულად იმხანად სსრკ-ში მყოფმა ლუი არაგონმა.

1959-65 წლებში მწერალი მუშაობდა ჟურნალ „ლიტერატურული ყირგიზეთის“ მთავარ რედაქტორად და ამავდროულად იყო გაზეთ „პრავდის“ კორესპოდენტიც, ყირგიზეთში. ამ წლებში ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა მისი ცნობილი მოთხრობები „აქლემის თვალი“ (1960), „პირველი მასწავლებელი“ (1961), „დედის ყანა“ (1963) და კრებული „მთებისა და სტეპების მოთხრობები“ (1965), რომლისათვისაც მწერალი ლენინური პრემიით დაჯილდოვდა. წარმატებული აღმოჩნდა 1966 წელს გამოცემული ნოველაც „მშვიდობით გულსარი!“, რომლისათვისაც აითმათოვმა სახელმწიფო პრემია მიიღო.

„მშვიდობით გულსარის“ შემდგომ, აითმათოვმა სამწერლო ენად რუსული აირჩია. მომდევნო წლებში გამოიცა მოთხრობა „თეთრი ხომალდი“ (1970), პიესა „ფუძიამაზე ასვლა“, ნოველები „ადრეული წეროები“ (1975) და „ჭრელი ძაღლი, ზღვის პირას ადევნებული“ (1977), რომანები „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“ (1980) და „საქონდაქრე“ (1986), „ჩინგის ხანის თეთრი ღრუბელი“ (1992), „კასანდრას დაღი“ (1994), „ზღაპრები“ (1997), „ყირგიზეთში გატარებული ბავშვობა“ (1998). წიგნი „როცა მთები ძირს ეშვებიან“ (2006) მწერლის უკანასკნელი ნაწარმოები აღმოჩნდა.

სახელმწიფო და დიპლომატიური მოღვაწეობა რედაქტირება

აითმათოვი იყო კომპარტიის წევრი 1959 წლიდან. 1990 წლამდე იგი არაერთელ იყო არჩეული ეროვნებათა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, იმყოფებოდა სხვადასხვა პარტიულ და საზოგადოებრივ არჩევით თანამდებობებზეც. 1990 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას — იყო სსრკ-ის და შემდეგ-რუსეთის ფედერაციის ელჩი ლუქსემბურგში. ყირგიზეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1994–2006 წლებში, აითმათოვი მსახურობდა ყირგიზეთის ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში, საფრანგეთში, იუნესკოსა და ნატო-ში.

გარდაცვალება რედაქტირება

ჩინგიზ აითმათოვი გარდაიცვალა დიაბეტით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გერმანიაში, ქ. ნიურნბერგის საავადმყოფოში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. დაკრძალულია ყირგიზეთში, ბიშკეკის „ათა ბეიითის“ სასაფლაოზე.

აღიარება რედაქტირება

სიცოცხლეშივე, ჩინგიზ აითმათოვი აღიარებული იყო ყირგიზული და რუსული ლიტერატურის კლასიკოსად. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ ენაზე. მიღებული ჰქონდა სსრკ-ის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, უნგრეთის სახელმწიფო პრემიები და ჯილდოები, იყო მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი. 2008 წელს თურქულენოვანი ქვეყნების კულტურის მინისტრთა საბჭომ აითმათოვი ნობელის პრემიის ნომინანტად დაასახელა[23]. მისი სახელი მინიჭებული აქვს ბიშკეკის რუსულენოვან თეატრს, ქალაქის პარკს, ქუჩებს და სკვერებს ყირგიზეთში და მის ფარგლებს გარეთ, გამოშვებულია აითმათოვის მარკა და მისი და მისი ნაწარმოებების სამახსოვრო მონეტები[24], დაწესებულია მისი სახელობის პრემიები. 2008 წელი ყირგიზეთში აითმათოვის წლად იყო გამოცხადებული.

შემოქმედება რედაქტირება

თავის შემოქმედებაში, ჩინგიზ აითმათოვი უხვად იყენებდა ხალხურ ლეგენდებს, იგავებს, მითოლოგიას და ეპიკურ მოტივებს. მისი რამდენიმე ნაწარმოები („და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა“, „კასანდრას დაღი“) სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსაც მოიცავს. მისი პერსონაჟებს ხშირად ღრმა კავშირი აქვთ ბუნებასთან, ცხოველებთან — ესმით მათი ენა და ესაუბრებიან მათ. აითმათოვის პროზა საფუძვლად დაედო არაერთ ფილმს და თეატრალურ დადგმას, როგორც ყირგიზეთში, ისე-მის ფარგლებს გარეთ. მწერალი თავად მუშაობდა სცენარებზე, ხოლო ფილმში „ჯამილა“ — თავად კითხულობდა მთხრობელის ტექსტს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Prabook — 2018.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 29–32. — ISBN 5-94848-245-6
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 30. — ISBN 978-2-221-06888-5
  16. http://rt.com/news/famous-writer-aitmatov-dies-aged-79/
  17. Babelio — 2007.
  18. Deutsche Nationalbibliothek Record #118501259 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  20. https://lex.uz/ru/docs/2392870
  21. https://hvg.hu/kultura/20060420ajtmatov
  22. http://mnenie.akipress.org/unews/un_post:1408
  23. https://lenta.ru/news/2008/05/29/aitmatov/
  24. https://ria.ru/20090421/168789718.html