ჩიმალტენანგოს დეპარტამენტი

ჩიმალტენანგო (ესპ. Chimaltenango) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია ჩიმალტენანგო. აღმოსავლეთით ესაზღვრება საკატეპეკესის დეპარტამენტი, ჩრდილოეთით — ელ-კიჩეს და ბახა-ვერაპასის, სამხრეთით — ესკინტლასა და სუჩიტეპეკესის, დასავლეთით კი სოლოლის დეპარტამენტები. დედაქალაქი ჩიმალტენანგო ქალაქ გვატემალიდან 54 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

დეპარტამენტი
ჩიმალტენანგო
Chimaltenango
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
ადმ. ცენტრი Chimaltenango
კოორდინატები 14°33′48″ ჩ. გ. 90°58′55″ დ. გ. / 14.56333° ჩ. გ. 90.98194° დ. გ. / 14.56333; -90.98194
ფართობი 1 979 კმ²
მოსახლეობა 448 000 კაცი (2000)
სიმჭიდროვე 225,43 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-6

2000 წლის მონაცემებით, დეპარტამენტის მოსახლეობა 448 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც მაიას ერთ-ერთი ხალხის — კაკჩიკელის შთამომავლები არიან. ფართობი 1 979 კმ²-ს შეადგენს.

გარდა ჩიმალტენანგოსი, დეპარტამენტის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია სანტა-აპოლონია, სან-ხუან-კომალაპა და პატსუნი. დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლები — იშიმჩე, მიშკო-ვიეხო და სხვა მრავალი პატარა ქალაქი.

დეპარტამენტი 16 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება