ჩილოეს არქიპელაგი

ჩილოეს არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de Chiloé) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ჩილეს სანაპიროსთან. მთლიანად შედის ჩილეს შემადგენლობაში. მატერიკისა და დანარჩენი ჩილესგან მას გამოყოფს ჩაკაოს არხი (ჩრდილოეთით), ჩილოეს ზღვა (აღმოსავლეთით) და კორკოვადოს ყურე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). არქიპელაგის ყველა კუნძული, გარდა დესერტორესის კუნძულებისა, შედის ჩილეს ჩილოეს პროვინციის შემადგენლობაში, რომელსაც ისინი წარმოქმნიან. არქიპელაგის ყველაზე დიდი და მთავარი კუნძულია ჩილოე. ჩილოე ცნობილია თავისი საუცხოო ფოლკლორით, მითოლოგიით და უნიკალური არქიტექტურით. კუნძული ჩილოე კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ იგი კარტოფილის სამშობლოა.

ჩილოეს არქიპელაგი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება