ჩილეს სახელმწიფო დროშაჩილეს ეროვნული სიმბოლო, შედგება ორი თანაბარი ზომის ლენტისგან, თეთრი (მაღლა) და წითელი (დაბლა). ასევე თეთრ ლენტზე, მარცხენა კუთხეში მდებარეობს ლურჯი კვადრატი, შიგნით, ცენტრში გამოსახული თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავით.

ჩილეს დროშა
ჩილე
მიღებულია 1817 წლის 18 ოქტომბერს
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
დროშის ქვედა ნახევარი უკავია ჰორიზონტალურ წითელ ზოლს, ზედა ნახევარი კი 1:2 პროპორციითა განაწილებული ლურჯ კვადრატსა (რომელშიც თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული) და თეთრ ჰორიზონტალურ ზოლს შორის.

ვარსკვლავი წარმოადგენს პროგრესისა და დიდების სიმბოლოს, ლურჯი ფერი სიმბოლოა ცისა და წყნარი ოკეანისა, თეთრი ფერი - თოვლით დაფარული ანდებისა და წითელი ფერი - ჩილეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას დაღვრილი სისხლისა.

ეპიკური პოემა „ლა-არაუკანას“ მიხედვით, ამ ფერებისგან შედგებოდა მაპუჩეს ტომის დროშა არაუკოს ომისას.

ყოველი წლის 9 ივლისს, ჩილეში აღინიშნება „დროშის დღე“, 1882 წლის ლა-კონსეპსიონის ბრძოლაში დაღუპული 77 ჯარისკაცის პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება