ჩვეულებრივი კოწახური

მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა

ჩვეულებრივი კოწახური[1] (ლათ. Berberis vulgaris) — მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა. 3 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. აქვს სამად გაყოფილი ქაცვისებრი ეკლები (ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია); თხელი, შიშველი, მწვანე ფერის ფოთლები, ფორმით – ელიფსურიდან მოგრძოლანცეტამდე, რომლებიც ფუძისკენაა შევიწროებული და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი ფერად ყვითელია. ნაყოფს ელიფსის ფორმა აქვს, ფერად წითელია, იშვიათად — ყვითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში.[2]

ჩვეულებრივი კოწახური

ნაყოფიანი ტოტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  კოწახური
სახეობა:  ჩვეულებრივი კოწახური
ლათინური სახელი
Berberis vulgaris L., 1753

ფშავში ეწოდება ეკალძმარა; ხევსურეთში — ესკალძმარა; რაჭაში — კვაწახური; მთიულეთში — კოწმახური; ჭანურად — კაწახური; მეგრულად — კორწოხული; სვანურად — გვაწხირ, გოწხირ.[1]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ჩვეულებრივი კოწახური // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 76.