ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (ლათ. Tetranychus telarius) — მცენარეთა მავნებელი აბლაბუდატკიპასებრთა ოჯახისა. მოწითალო-მწვანე ან მოწითალო ფერისაა. სიგრძე 0,25-0,45 მმ. დედალი ფოთოლზე 100-160-მდე კვერცხს დებს. წელიწადში იძლევა 12-15 თაობას.

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tetranychus telarius

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. ზამთრობს ნიადაგის ნაპრალებში, მიწის გოროხის ქვეშ, სარეველა ბალახზე და სხვა. აზიანებს მრავალი სახეობის მცენარეს, ფოთოლს წუწნის ქვედა მხრიდან, ფოთოლი ყვითლდება და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებანი: სარეველას მოსპობა, მოსავლის ნარჩენების ნიადაგში ღრმად ჩახვნა, დახურული გრუნტიდან კი მისი გატანა და დაწვა, სათბურის გასუფთავება და დეზინსექცია, ეთერსულფონატისა და თიოფოსის ემულსიის კომბინირებული ნაზავის ან 0,2%-იანი კელტანის შესხურება.

ლიტერატურა რედაქტირება