ჩეხური ლუდი (ჩეხ. pivo ) — გრძელი ისტორიის მქონე ლუდის ინდუსტრია ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც სათავეს იღებს 993 წელს ბრევნოვის მონასტერში. [1] XII საუკუნიდან ქალაქ ბრნოს ჰქონდა ლუდის ხარშვის უფლება, ხოლო პლზენსა და ჩესკე-ბუდეიოვიცეს (Pilsen და Budweis გერმანულად) XIII საუკუნიდან ჰქონდათ ლუდსახარში. [2]

პილსნერ ურქელი

ყველაზე გავრცელებული ჩეხური ლუდი არის პილსნერის ტიპის მკრთალი ლაგერები, რომელთათვისაც დამახასიათებელია გამჭვირვალე ოქროსფერი, მაღალი ქაფითა და მსუბუქი არომატით. ჩეხეთის რესპუბლიკაში მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარენ. [3]

უდიდესი ჩეხური ლუდის ქარხნებია პილსნერ ურქელი , სტაროპრამენი და ბუდვაისერ ბუდვარი . [4]

ისტორია რედაქტირება

 
ერთი ჭიქა გაუფილტრავი მუქი ლუდი

ლუდის ისტორია თანამედროვე ჩეხეთში, ძველად კი ბოჰემიაში, მორავიაში და სილეზიაში, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, სლავურ მიგრაციამდე დაიწყო, თუმცა ინგრედიენტები განსხვავდებოდა დღევანდელი შემადგენლობისაგან.

სვიას იყენებდნენ ლუდის დასამზადებლად და ექსპორტს უკვე აწარმოებდნენ XII საუკუნეში. ქალაქების უმეტესობაში მინიმუმ ერთი ლუდსახარში იყო, ბოჰემიის ყველაზე ცნობილი ლუდსახარში ქალაქებია ჩესკე-ბუდეიოვიცე, პლზენი და პრაღა .

ლუდის კატეგორიები რედაქტირება

 
ჩეხური ლაგერი

ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებული ლუდის უმეტესობა ლაგერია. ჩეხური ლუდი ერთმანეთისგან განსხვავდება ფერის მიხედვით და არსებობს: მკრთალი (Světlé), ქარვისფერი (Polotmavé), მუქი (Tmavé) და შავი (Černé). მათი სიმძლავრე 3 - 9 % ალკოჰოლის შემცველობითაა. ასევე შესაძლებელია დაამზადონ ზედა ფერმენტირებული ხორბლის ლუდი (Pšeničné pivo).

ჩეხეთში კვლავ ჩვეულებრივია ლუდის სიძლიერის ეტიკეტირება ეგრეთ წოდებული ხარისხის მასშტაბით (ჩეხურად: Stupňovitost). იგი გამოიხატება საქაროზის წონით პროცენტულ წილში და უთითებენ მის პროცენტულ მაჩვენებლს. [5]

ჩეხეთის კანონის თანახმად, ლუდის კატეგორიები, განურჩევლად ფერისა და სტილისა, არის:

მსუბუქი (lehké) - ლუდი, რომელიც იხარშება 8 ° -ზე დაბლა და 100 მლ-ზე 130 კჯ-ზე ნაკლები.

დაწურული (výčepní) - რომელიც შესაძლებელია ჩამოისხას ბოთლებში,იხარშება 8 ° –დან 10 ° –მდე.

ლაგერი (ležák) - ლუდი, რომელიც იხარშება 11 ° და 12,99 °-ს შორის.

სპეციალური (speciál) - ლუდი, რომელიც მზადდება 13 ° -ზე ზემოთ. [6]

თავდაპირველად, პილსნერი სპეციფიკური ტერმინი იყო პლზეში მოხარშული ლუდისთვის ( Pilsner Urquell დარეგისტრირდა სავაჭრო ნიშნის მიხედვით, როგორც პირველი ლუდსახარში). ამ ტერმინში იგულისხმება ნებისმიერი მკრთალი, სვიის ლაგერი ორიგინალი ლუდის იმიტაციის შედეგად, განსაკუთრებით გერმანიაში. ამ კუთხით ჩეხეთსა და გერმანიას საერთო სტილი აქვთ.

ფესტივალები რედაქტირება

 
ჩეხეთის ლუდის ფესტივალი პრაღაში

ჩეხეთში უამრავი ლუდის ფესტივალია. ერთ-ერთი მათგანია პილსნერ ფესტი , ორდღიანი ლუდის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ლუდსახარშ პილსნერ ურქელის მიერ პლზენ-ში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მუსიკით, ქალაქის ოთხ სცენაზე [7].

ჩეხეთის ლუდის ფესტივალი (Český pivní festival) პრაღაში არის ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი ჩეხეთში, რომელიც მაისში ყოველწლიურად 17 დღის განმავლობაში ტარდება. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ 70 ბრენდზე მეტი ჩეხური ლუდი.

ექსპორტი რედაქტირება

ორმოცზე მეტი სამრეწველო ლუდსახარში და სამოცდაათი მცირე და საშუალო საოჯახო ლუდსახარში არსებობს ჩეხეთში. ლუდს ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წილი აქვს. [8] 2016 წელს ევროკავშირში დაახლოებით 3,68 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი გავიდა. [9] 2017 წლის მონაცემებით, ჩეხეთის რესპუბლიკა მეათე ადგილზეა მსოფლიოში ლუდის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა სიაში, ექსპორტის მოცულობამ 273,9 მლნ დოლარს მიაღწია და მსოფლიო ლუდის ექსპორტის 1,9 პროცენტია. ევროპის მასშტაბით ჩეხეთი ლუდის ყველაზე დიდ მწარმოებლებში მეშვიდე ადილს იკავებს. [10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Czech Beer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-31. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  2. Plzen, Brewery Museum, House ref. no. 58. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-30. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  3. Kirin Beer University Report Global Beer Consumption by Country in 2012. Kirin Holdings. ციტირების თარიღი: 2014-05-19.
  4. „Dvacet pivovarů, které jsou nejvíce vidět v médiích“. ČeskéNápoje.cz (ჩეხური).
  5. Czech Beer Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  6. Evan Rail, 2007. Good Beer Guide Prague and the Czech Republic: CAMRA Books
  7. PILSNER FEST 2009. www.pilsnerfest.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-08.
  8. www.mccanndigital.cz. Beer Nation – Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-26. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  9. Beer export volume from the Czech Republic 2008-2016 | Statistic en. ციტირების თარიღი: 2018-12-05
  10. Aitken, Roger. „Is Czech Beer The 'Best In The World'...Or Drunken Speculation?“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-12-03.