ჩეხეთის შვეიცარია

ჩეხეთის შვეიცარია (ჩეხ. České Švýcarsko), აგრეთვე ცნობილი როგორც ბოჰემიის შვეიცარია — პეიზაჟური რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ ჩეხეთში. მდებარეობს ელბის ქვიშაქვის მთებზე, ჩეხეთის მხარეს, ქალაქ დეჩინის ჩრდილოეთით, მდინარე ელბის ორივე ნაპირზე. აღმოსავლეთით იშლება ლუჟუჩკის მთებში და დასავლეთით ორეს მთებში. უმაღლესი წერტილია მთა დეჩინსკი-სნეჟნიკი ზღვის დონიდან 726 მეტრზე. 1972 წლიდან გააჩნია დაცული არეალის სტატუსი.

ჩეხეთის შვეიცარიის ეროვნული პარკი

České Švýcarsko National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
კოორდინატები 50°50′ ჩ. გ. 14°15′ ა. გ. / 50.833° ჩ. გ. 14.250° ა. გ. / 50.833; 14.250
ფართობი 79 კმ²
დაარსდა 2000

2000 წლის 1 იანვარს, ელბის მარჯვენა მხარეს მდებარე რეგიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა და ჩეხეთის შვეიცარიის ეროვნული პარკი ეწოდა. პარკი გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საქსონიის შვეიცარიის ეროვნული პარკის გაგრძელებას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება