ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovenskuჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
რუმ. Biserica Ortodoxă Română


ჩეხეთისა და სლოვაკეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

კირილე და მეთოდე

ავტოკეფალია

1951, 1998

ადგილი დიპტიქში

მე-14

წინამძღვარი

ქრისტეფორე

რეზიდენცია

პრაღა, ჩეხეთი
პრეშოვი სლოვაკეთი

არეალი

ჩეხეთი, სლოვაკეთი

საეკლესიო ენა

სლავური

მრევლი

100 000

წმ ალექსანდრე ნეველის ეკლესია პრეშოვში (სლოვაკია)

დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილე და მეთოდეს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. აქვს 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი.

2001 წლის აღწერით სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 50 363 მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 22 968 (რომელთა უმრავლესობა ეროვნებით უკრაინელია).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება