მესხური ჩეჩილი - ძროხის ყველი მზადდება ძროხის მოხდილი რძისაგან. ორგანოლეპტიკა: ყველის მასა არის ძაფოვანი, შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, საკმაოდ მყარი გაწელვისას. ფერად თეთრია. მასა ­– 0,5-3 კგ დაწნული თოკების სახით. აქვს მსუბუქი რძემჟავური, სასიამოვნო სუნი. გემო _ გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი. მზადდება აგრეთვე „მესხური ჩეჩილის“ შებოლილი ნაირსახეობა. ყველი „მესხური ჩეჩილი“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტენიანობა – არაუმეტეს 60% ცხიმიანობა მშრალ ნივთიერებაში – არანაკლებ 2% მარილის შემცველობა – 4-8% წარმოების გეოგრაფიული არეალი „მესხური ჩეჩილის“ დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე. პროდუქტის დამზადების მეთოდების აღწერა რძეს ამწიფებენ 45-50°T-მდე. ჩაკვეთა მიმდინარეობს 5-10 წუთი 38-40° ტემპერატურაზე. ჩანაკვეთს შედედების დაწყებისთანავე აცხელებენ, თან ურევენ 48-54° ტემპერატურამდე, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი ფიფქები, რომლებიც ადვილად ეწებება ერთმანეთს და ხელის მანიპულირებით წარმოქმნიან გრძელ 6-8 სმ დიამეტრის თასმას. თასმას ნელ-ნელა იღებენ და აწყობენ მაგიდაზე წრიულად. გაცივებულ მასას შეკრავენ კონებად. საქართველოს სამხრეთ რეგიონში _ მესხეთში უძველესი დროიდან მზადდებოდა ყველი მესხური ჩეჩილი. ი. ჯავახიშვილის[1] გადმოცემით ახალ თბილ დოს `დოჟუჟუნას” ასხამენ ქვაბში, ყველის კვეთს უმატებენ და ცეცხლზე გაათბობენ, გააცხელებენ და ბოლოს ამოიღებენ ხაჭოს და ხელებით აქეთ-იქით სწევენ, აკეთებენ თოკებს, ერთად მოუკრავენ თავს, მარილს დააყრიან და შეინახავენ. მ. მაკალათიას[2], ვ. შამილაძის[3] და სხვათა მონაცემებით ახალი დოდან ამზადებენ ძროხის ჩეჩილ ყველს. ყველი სხვა წათხის ყველისაგან გამოირჩევა თავისებური დამზადების ტექნოლოგიით. მომწი­ფებულ მესხურ ჩეჩილს ახასიათებს სპეციფიკური კონსისტენცია, გემო და სუნი, რაც გამოარჩევს მას სხვა ყველისაგან.