ჩერქეზეთი — ისტორიული მხარე, დღევანდელი ყაბარდოს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთ ნაწილი, ადიღესა და სოჭის მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიები. კავკასიის ეს ნაწილი ქართულ წყაროებში ქაშაგეთადაც გვხვდება. ამ მიწაზე ძირითადად ჩერქეზული ტომები სახლობდნენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ადიღეელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, უბიხები, აბაზგები. თუმცა დღეს ეს ერები ერთმანეთისგან გამიჯნულნი არიან, ხოლო უბიხები რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად საერთოდ გაქრნენ.

ჩერქეზეთის რუკა რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს, 1840

ლინგვისტური კლასიფიკაციით ჩერქეზეთის ტერიტორია წარმოდგენილია იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ადიღური ენებით, რომელთა რიცხვში არ შედის უბიხური ენა, არამედ წარმოდგენილია ადიღური და აფხაზური ენების გვერდით ცალკე.

ლიტერატურა რედაქტირება