ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია

ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია (ინგლ. My Stepmother Is an Alien) — 1988 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კომედიური ფილმი, გადაღებული Weintraub Entertainment Group-ის და გამოშვებული Columbia Pictures-ის დისტრიბუციით. ფილმის რეჟისორია რიჩარდ ბენჯამინი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ დენ ეიკროიდი, კიმ ბესინგერი, ჯონ ლოვიცი და ელისონ ჰენიგენი[3]. სიუჟეტის მიხედვით, მშვენიერ ქალბატონად ქცეული უცხოპლანეტელი დედამიწაზე ჩამოდის და უნდა დაეხმაროს სხვა უცხოპლანეტელებს დედამიწის განადგურებაში, თუმცა მანამდე ადგილობრივების შესახებ ინფორმაცია უნდა შეაგროვოს.

„ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია“
რეჟისორი რიჩარდ ბენჯამინი
პროდიუსერი ფრენკლინ რ. ლევი
რონალდ პარკერი
აღმ. პროდიუსერები:
ჯერი უაინტრაუბი
არტ ლევინსონი
ლოურენს მარკი
სცენარის ავტორი ჯერიკო სტოუნი
ჰერშელ უაინგროდი
ტიმოთი ჰარისი
ჯონათან რეინოლდსი
არ არიან მითითებული:
რიჩარდ ბენერი
ლესლი ბრიკუსი
დებრა ფრენკი
სიუზენ რაისი
პოლ რადნიკი
კარლ სოტერი
როლებში
კომპოზიტორი ალან სილვესტრი
ოპერატორი რიჩარდ ჰოვარდ კლაინი
სტუდია Weintraub Entertainment Group
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 9 დეკემბერი, 1988 (1988-12-09)
ხანგრძლივობა 105 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 26 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 13 854 000 აშშ დოლარი[2]

ფილმს კრიტიკოსებს შორის წარმატება არ ჰქონია. თუმცა, 1988 წლის 9 დეკემბერს პრემიერის შემდეგ, შემქმნელებს პირველივე კვირაში 2 066 980 აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა, საერთო ჯამში კი შემოსავალმა აშშ-ში 13 854 000 დოლარი შეადგინა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Weintraub's Worries : Box-Office Flops Add to Woes of Flashy 'Mini-Major'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2012-06-07.
  2. 2.0 2.1 My Stepmother Is an Alien (1988). boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 2021-02-13
  3. „A Writer's Close Encounter“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2012-06-07.