ჩედვიკ ბოუზმანი

ამერიკელი მსახიობი

ჩედვიკ ბოუზმანი (ინგლ. Chadwick Boseman; დ. 29 ნოემბერი, 1976, ანდერსონი — გ. 28 აგვისტო, 2020, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია შავი ავაზის შესრულებული როლით Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებში, განსაკუთრებით „შავ ავაზაში“ (2018), რისთვისაც მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიისა და NAACP Image-ის ჯილდოები. გადაღებულია ფილმებში „42“ (განასახიერა ჯეკი რობინზონი, 2013), „ადექი“ (ჯეიმზ ბრაუნი, 2014), „მარშალი“ (ტერგუდ მარშალი, 2017).[5]

ჩედვიკ ბოუზმანი

2017 წელს, San Diego Comic-Con-ზე
მშობლიური სახელი Chadwick Boseman
დაბადების სახელი ჩედვიკ აარონ ბოუზმანი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1976[1][2][3][4]
ანდერსონი, სამხრეთი კაროლინა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 აგვისტო, 2020 (43 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების მიზეზი კოლორექტალური კიბო
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ჰოვარდის უნივერსიტეტი, ბრიტანულ-ამერიკული დრამატული აკადემია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003–2020
ცნობილია როგორც შავი ავაზა Marvel-ის კინოსამყაროში
სიმაღლე 1,83
მეუღლე(ები) ტეილორ საიმონ ლედვარდი
მშობლები მამა: ლეროი ბოუზანი
დედა: კაროლაინ მატერსი
ჯილდოები კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, NAACP Image Awards

დაიბადა 1976 წლის 29 ნოემბერს, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ანდერსონში; კაროლაინ (ქალიშვილობის გვარი — მატერსი) და ლეროი ბოუზმანების ოჯახში. გაიზარდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გატაცებული იყო კალათბურთით. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა ჰოვარდის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი), სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო სახვითი ხელოვნების რეჟისურის დარგში. შემდეგ გადავიდა ოქსფორდის (ინგლისი) ბრიტანულ-ამერიკულ დრამატულ აკადემიაში. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის საფასური დენზელ ვაშინგტონმა გადაუხადა. შომბურგის კვლევით ცენტრში (ჰარლემი, ნიუ-იორკი) სწავლობდა აფრიკის (და აფრო-ამერიკელების) ისტორიას.[5]

როგორც დრამატურგის, მისი სცენარი პიესისათვის „ღრმა ლაჟვარდი“ (Deep Azure), რომელიც შესრულდა კონგო-სკვერის თეატრში (ჩიკაგო, ილინოისი), ნომინირებული იყო 2006 წლის ჯოზეფ ჯეფერსონის ჯილდოზე ახალი ნამუშევრისათვის.[5]

ტელესივრცეში პირველად გამოჩნა 2003 წელს სერიალებში „ყველა ჩემი შვილი“ („All My Children“) და „მესამე ცვლა“ (Third Watch). აღსანიშნავია მისი შესრულებული როლები ფილმებში: „ექსპრესი: ერნი დევისის ამბავი“ (2008), „დრაფტის დღე“ (2014), „შეტყობინება მეფისაგან“ (2016).[5]

2016 წელს დაუდგინდა III სტადიის კოლორექტალური კიბო, რომელიც 2020 წლამდე IV სტადიაში გადავიდა.[6] მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობდა საკუთარ მოღვაწეობას. გარდაიცვალა 2020 წლის 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, მსხვილი ნაწლავის კიბოსაგან გამოწვეული გართულებების შედეგად.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Berry, S. Torriano; Berry, Venise T. (2015) Historical Dictionary of African American Cinema. Rowman & Littlefield, გვ. 69. ISBN 9781442247024. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020. „BOSEMAN, CHADWICK (1976– ) ... He was born in Anderson, South Carolina, and is a graduate of T.L. Hannah High School and Howard University.“ 
  2. Today in entertainment history: Nov. 29. KGMI (29-11-2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი, 2020. ციტატა: „Actor Chadwick Boseman ("Black Panther") is 42.“ ციტირების თარიღი: June 14, 2020.
  3. Rose, Tammy. (29-10-2014) Chadwick Boseman Signed To Five Marvel Studio Movies As The Black Panther. Inquisitr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი, 2020. ციტატა: „Chadwick Boseman was born on November 29, 1976.“ ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  4. „UPI Almanac for Wednesday, Nov. 29, 2017“. UPI. 29-11-2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი, 2019. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2019. ციტატა: „Chadwick Boseman in 1976 (age 41)“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Chadwick Boseman: Biography. IMDb. imdb.com. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2020.
  6. Levenson, Michael. Chadwick Boseman, Star of 'Black Panther,' Dies at 43. The New York Times (28-08-2020). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2020.
  7. Pearson, Ryan (29-08-2020). 'Black Panther' star Chadwick Boseman dies of cancer at 43“. APnews.com. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)