ჩარმინარი (დევანაგარი: चार मीनार, ნასთალიყი: چار مینار, პირდაპირი თარგმანი: "ოთხი კოშკი" ან "ოთხი მინარეთის მეჩეთი")— ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში, ანდრა პრადეშის ადმინისტრაციულ ცენტრში.

ჩარმინარი - ჰაიდარაბადი
ჩარმინარი - ჰაიდარაბადი

ეს ღირსშესანიშნაობა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰაიდრაბადის სიმბოლო და ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი სტრუქტურაა. იგი ოფიციალურად ითვლება ტელანგანას ემბლემად (ტელანგანას შტატი).[1]

ჰოლკონდას სულთანმა მუჰამედ ყული ქუთბ შაჰმა ააშენა ეს მეჩეთი 1591 წელს, მას შემდეგ რაც მან დედაქალაქი ჰოლკონდადან ჰაიდრაბადში გადაიტანა. ლეგენდის თანახმად, შაჰმა ალაჰს აღუთქვა მეჩეთის აშენება იმ ადგილას, სადაც ის ლოცულობდა, თუ ალაჰი შავ ჭირს შეაჩერებდა.

არქიტექტურა რედაქტირება

 
ჩარმინარის შიდა ნაწილი

შენობას აქვს კვადრატული ფორმა. ყოველი მხრიდან სიგრძეა 20 მ, ხოლო თითოეულ კუთხეში არის მაღალი მინარეთი. ეს ოთხი ულამაზესი მოჩუქურთმებული მინარეთი 48,7 მეტრის სიმაღლისაა, დომინირებს ლანდშაფტზე დაახლოებით ერთი კილომეტრით. თითოეულ მინარეთის. აქვს ოთხი დონე, რომლებზეც მინარეთის გარშემო გამოსახულია. მინარეთებში სპირალური კიბის 149 საფეხური მიდის წერტილამდე, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი.კონსტრუქციის თითოეული მხარე გიგანტური თაღებით იშლება მოედანზე. ისინი გადაჰყურებს ოთხ მთავარ საავტომობილო გზას, რომლებიც ოდესღაც სამეფო გზები იყო. თაღები მინარეთების გარდა ჩრდილავს შენობის სხვა მახასიათებლებს. თითოეული თაღის სიგრძე 11 მ და სიგანე 20 მ დამონტაჟდა 1889 წელს, საათები მოთავსებულია თაღებში. შენობის პერიმეტრის გასწვრივ არის ორი გალერეა, ტერასა და სალოცავი დარბაზი.[2][3]

ისტორია რედაქტირება

 
ჩარმინარი ღამით

ინდოეთის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი თავის შენიშვნებში აღნიშნავს: ”არსებობს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ რისთვის აშენდა ჩარმინარი. ამასთან, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ნაგებობა აშენდა ქალაქის ცენტრში იმ დროს გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადების- ქოლერის აღმოფხვრის აღსანიშნავად”.[4][5] XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან დე თევენოს აზრით, სპარსული წყაროების მიხედვით ჩარმინარი აშენდა 1591 წელს მეორე ისლამური ათასწლეულის დასაწყისის აღსანიშნავად (ახ. წ. 1000 წ.). ეს ღონისძიება აღინიშნა მთელ ისლამურ სამყაროში, ამიტომ ქუთბ შაჰმა დააარსა ქალაქი ჰაიდარაბადი ამ მოვლენის აღსანიშნავად. არქიტექტურის მიხედვით მას აღმოსავლეთის ტრიუმფალურ თაღსაც უწოდებენ.

ჩარმინარი აშენდა ისტორიული სავაჭრო მარშრუტის გადაკვეთაზე, რომელიც აკავშირებს ქალაქს საერთაშორისო ბაზრებთან საპორტო ქალაქ მაჩილიპატნამის მეშვეობით. [6] ძველი ქალაქი ჰაიდრაბადი დაპროექტდა და გადანაწილდა ჩარმინარის გარშემო ოთხ სხვადასხვა კვადრატში დაყოფილი დასახლებული პუნქტების მიხედვით.[7] ჩარმინარის ჩრდილოეთით არის ჩარ კამანი - კარდინალურ წერტილებზე აგებული ოთხი კარიბჭე.[8][9]სპარსეთიდან მოიწვიეს გამოჩენილი არქიტექტორები ქალაქის გეგმის შესამუშავებლად. თავად შენობა მეჩეთისა და მედრესესთვის იყო განკუთვნილი. იგი აგებულია ინდო-ისლამური არქიტექტურის სტილში სპარსული არქიტექტურის ელემენტებით.

ჰაიდარაბადი, ინდოეთი
ჰაიდარაბადი

ისტორიკოსი მასუდ ჰუსეინ ხანი ამბობს, რომ ჩარმინარის მშენებლობა დასრულდა 1592 წელს, ხოლო ქალაქი ჰაიდარაბადი რეალურად დაარსდა 1591 წელს.[10] წიგნის "სიყვარულის დღეები" მიხედვით, კუტბ შაჰმა ააშენა ჩარმინარი 1589 წელს, იმ ადგილას, სადაც პირველად ნახა მისი მომავალი დედოფალი ბაგმატი. ისლამის მიღების შემდეგ ქუთბ შაჰმა ქალაქს "ჰიდერაბადი" დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი უარყვეს ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა, ის ადგილობრივებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და გახდა ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი.[11].კუტბ შაჰის და ასაფ ჯაჰის მმართველობას შორის მუღალების მეფობის დროს, სამხრეთ-დასავლეთის მინარეთი "ჩამოინგრა" ელვის დარტყმის შედეგად , შემდგომში შეაკეთეს 60,000 რუპიად. [12]1824 წელს ძეგლი განახლეს.

ჩარმინარის გარშემო არის სამკაულებით, განსაკუთრებით მარგალიტებით განთქმული ბაზარი-Lad Bazaar. აყვავების პერიოდში, ჩარმინარის ბაზარში დაახლოებით 14000 მაღაზია იყო. ჩარმინარის მიმდებარე ბაზრები აღწერილია საროჯინი ნაიდუს ლექსში "ჰიდრაბადის ბაზრებში".

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სია რედაქტირება

ჩარმინარი, ჰაიდარაბადში კუტბ შაჰის ძეგლებთან ერთად: ჰოლკონდას ციხესიმაგრე და კუტბ შაჰის საფლავები, შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების "საცდელ სიაში". ძეგლი წარადგინა ინდოეთის მუდმივმა დელეგაციამ იუნესკოში 2010 წლის 10 სექტემბერს.[13]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Kakatiya arch, Charminar in Telangana state logo".[მკვდარი ბმული] The Deccan Chronicle. 30 May 2014. Retrieved 1 July2015.
  2. Charminar (building, Hyderabad, India), Britannica Online Encyclopedia
  3. Charminar: Hyderabad, Britannica Compton's Encyclopedia
  4. "Ticketed monuments-Telangana". Archaeological Survey of India. 2011. Retrieved 19 December 2012.
  5. "India: Charminar is in fact a madrasa and masjid". IRIB World Service. 18 November 2012. Archived from the original on 12 January 2013. Retrieved 23 December2012.
  6. Gayer, Lauren; Lynton, Christophe Jaffrelot (2011). Muslims in Indian cities: trajectories of marginalisation. Columbia University Press. ISBN 9780231800853. Retrieved 21 December 2012.
  7. "Mecca Mosque". Encyclopædia Britannica. Retrieved 3 November 2011.
  8. "The Qutb Shahi monuments of Hyderabad-Golconda Fort, Qutb Shahi Tombs, Charminar". UNESCO World Heritage Centre. 10 September 2010. Retrieved 21 December 2012.
  9. "Qutb Shahi style (mainly in and around Hyderabad city)". Government of Telangana. 2002. Archived from the original on 10 January 2013. Retrieved 21 December2012.
  10. Mohammed Quli Qutb Shah, volume 216. Sahitya Akademi. 1996. ISBN 8126002336. Retrieved 21 December 2012.
  11. Lynton, Harriet Ronken (1974). Days of the beloved. Orient Longman. ISBN 0863112692. Retrieved 19 December 2012.
  12. Ifthekhar, J.S. (31 August 2010). "Charminar minaret suffers damage due to rain". The Hindu. N. Ram. Retrieved 5 December 2015.
  13. "The Qutb Shahi Monuments of Hyderabad Golconda Fort, Qutb Shahi Tombs, Charminar". UNESCO World Heritage Centre.