ჩარლსტონი (ინგლ. Charleston), ცეკვა, რომელსაც სახელი სამხრეთ კაროლინის ქალაქი ჩარლსტონის პატივსაცემად დაერქვა. ამ რიტმმა აშშ-ის მუსიკალურ მეინსტრიმში გავრცელება ჰპოვა ბროდვეის შოუს „Runnin' Wild“ პრემიერის შემდეგ. ამ შოუში ჯეიმზ ჯონსონის დაწერილი სიმღერის „ჩარლსტონი“ პრემიერა გაიმართა, რომელიც მყისვე ჰიტი გახდა.

ჯოზეფინ ბეიკერი ჩარლსტონის ცეკვისას

მიუხედავად აფროამერიკული წარმოშობისა ჩარლსტონი თავბრუდამხვევი წარმატებით სარგებლობდა ამერიკული საზოგადოების ფართო წრეებში 1920-იან წლებში. თუმცა დასაწყისში ჩარლსტონი პროვოკაციულ, ამორალურ ცეკვად ითვლებოდა.