ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი

გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (გერმ. Charles Proteus Steinmetz; დ. 9 აპრილი, 1865 — გ. 26 ოქტომბერი, 1923) — გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც „ჯადოქარი სტენეკტადიდან“. იგი ისევე როგორც მამამისი და ბიძამისი, დისპლაზიით იტანჯებოდა და მიუხედავად თავისი ჯუჯა სიმაღლისა და ერთობ შეუხედავი გარეგნობისა გენიალური გონების საშუალებით უმაღლესი სამეცნიერო და კარიერული მწვერვალების დაპყრობა შეძლო.

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1865(1865-04-09)[1]
დაბ. ადგილი ვროცლავი
გარდ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1923(1923-10-26)[1] [2](58 წლის)
გარდ. ადგილი სკენექტადი
დასაფლავებულია Vale Cemetery and Vale Park
მოქალაქეობა  გერმანია
აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი, ელექტროინჟინერი, ფიზიკოსი და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი იუნიონის კოლეჯი
ალმა-მატერი ვროცლავის უნივერსიტეტი
ჯილდოები ელიოტ კრესონის მედალი[3] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[4] და Cedergren Medal

ნიუ-იორკში გადასვლის შემდგომ მუშაობა დაიწყო კორპორაცია „General Electric“-ში სადაც შესანიშნავ წარმატებას მიაღწია და მალევე „General Electric“-ის გამომთველი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. 1901-1902 წლებში ამერიკის ინჟინერ-ელექტრიკოსების ინსტიტუტის პრეზიდენტი ხდება. მეგობრობდა ისეთ გენიოსებთან როგორებიც იყვნენ: ალბერტ აინშტაინი, ტომას ალვა ედისონი, ნიკოლა ტესლა და სხვები. შტეინმეცმა არა მხოლოდ ელექტროტექნიკის წარმოებაშ მოახდინა რევოლუცია, არამედ უდიდესი წვლილი დაიდო კორპორაცია - „General Electric“-ის განვითარებაშიც. 1923 წლის 26 ოქტომბერს ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ „General Electric“-ის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს თუ ღირსებია ის პატივი რაც აღნიშნულმა კომპანიამ მის ყოფილ გენიალურ თანამშრომელს მიაგო: შტეინმეცის დაკრძალვის დღეს კონცერმა „General Electric“-მა ჩარლზის ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, ხუთი წუთს განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. https://www.fi.edu/en/laureates/charles-proteus-steinmetz
  4. https://www.invent.org/inductees/charles-proteus-steinmetz