ჩანჩეთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჩანჩეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 120 მ. ნიგვზიანიდან 5 კმ., ლანჩხუთიდან 19 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა.

სოფელი
ჩანჩეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგვზიანი
კოორდინატები 42°02′50″ ჩ. გ. 41°55′27″ ა. გ. / 42.04722° ჩ. გ. 41.92417° ა. გ. / 42.04722; 41.92417
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 154[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩანჩეთი — საქართველო
ჩანჩეთი
ჩანჩეთი — გურიის მხარე
ჩანჩეთი

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 236
2014   154

გამოქვაბული რედაქტირება

მდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო თითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადა მწერალი და პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე. სოფელში დაკრძალულია მწერალი ეგნატე ნინოშვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.