ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია

ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია (ლათ. Myrmecobius fasciatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ორმჭრელი ჩანთოსნების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 27 სმ, კუდისა — 17 სმ, მასა 250 აღწევს. სხეულის შეფერილობა მორუხო ყავისფერია, ზურგზე თეთრი განივი ზოლები დასდევს. ფეხები მოყვითალო თეთრია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში. ცხოვრობს უდაბნოსა და ევკალიპტის ტყეებში. ერთადერთი სახეობა ჩანთოსნების რიგისა, რომელსაც ჩანთა არ აქვს. მრავლდება წელიწადში ერთხელ, შობს 4 ნაშიერს, რომლებიც პირველ ხანებში დედის ძუძუებზე არიან ჩამოკიდებული და მატყლში ჩამალული. შემდეგ დედას ისინი პატარა სოროში გადაჰყავს, სადაც მთავრდება მათი განვითარება. ძირითადად ტერმიტებით იკვებებიან. ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამიის რაოდენობა თანდათან კლებულობს.

ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Myrmecobius fasciatus (Waterhouse, 1836)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 14222

ლიტერატურა რედაქტირება