ჩანდა-ბიბი ასევე მაჰ ლაკა-ბაი და მაჰ-ლაკა ჩანდა  (ურდუ ماہ لقا چنداؔ‎; 7 აპრილი 1768 — 1 აგვისტო1824) — ინდოელი პოეტი,  სასახლის კარზე მიღებული ქალბატონი და ქველმოქმედი, რომელიც ცხოვრობდა ჰაიდარაბადში. იგი გახლდათ პირველი ქალი პოეტი, რომლის დივანი (ლექსების კრებული; Gulzar-e-Mah-Laka, ურდუ گلزار ماہ لقا‎) გამოქვეყნდა 1824 წელს მისი გარდაცვალების შემდგომ. ჩანდა-ბიბის სიცოცხლის პერიოდში  ადგილობრივი ურდუს დიალექტი თანდათანობით გამდიდრდა სპარსული ენიდან ნასესხები ტერმინებით. მისი ნამუშევრები მკითხველს საშუალებას აძლევს თვალი მიადევნოს სამხრეთ ინდოეთში მიმდინარე ლინგვისტური ტრანსფორმაციის პროცესს.[1]

ჩანდა-ბიბი
მაჰ ლაკა-ბაი
ურდუ  ماہ لقا چنداؔ
დაბადების სახელი ურდუ چندا بی بی
დაბადების თარიღი 7 აპრილი 1768
აურღანაბადი ჰაიდარაბადი
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო 1824 (56 წლის)
ჰაიდარაბადი, ბრიტანეთის იმპერია
დაკრძალულია ჰაიდარაბადი
ქვეშევრდომობა დიდ მოგოლთა იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი, პოეტი, მომღერალი
მწერალი, სამხედრო, კურტიზანი

ჩანდა გახლდათ დეკანის კარის გავლენიანი ქალბატონი. ჰაიდარაბადის მმართველმა მას ომარის კეთილშობილური ტიტული უბოძა (უმაღლესი წოდება სასახლის კარზე).  2010 წელს ჩანდა-ბიბის ძეგლი, რომელიც მის საფლავზე მდებარეობს, აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოწირული სახსრებით აღადგინეს.[2]

ბიოგრაფია რედაქტირება

ჩანდა-ბიბი დაიბადა 1768 წლის 7 აპრილს აურანგაბადში, თანამედროვე მაჰარაშტრას შტატის ტერიტორიაზე. ჩანდას დედა, რაჯ კუნვარი, სასახლის კარზე მიღებული  ქალბატონი გახლდათ რაჯპუტანიდან , ხოლო მისი მამა, ბაჰადურ ხანი, სამხედრო ჩინოვნიკად მსახურობდა მოგოლთა იმპერიის ფადიშაჰის, მუჰამად შაჰის კარზე. ბაჰადურ ხანი დელიდან გადავიდა ჰაიდარაბადში, სადაც შეხვდა რაჯ კუნვარს. ჩანდა იშვილა კუნვარის უშვილო დამ, მეჰტაბ მამ, ასევე კარის ქალბატონმა, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო ნიზამის პრემიერ მინისტრთან, ნავაბ რუკნ-უდ-დაულასთან.[3]

ნავაბ რუკნ-უდ-დაულა პირადად უწევდა ორგანიზებას  ჩანდას განათლებას, გოგონა  საუკეთესო მასწავლებლებს მიაბარეს. ჩანდას ჰქონდა წვდომა ნავაბის უზარმაზარ ბიბლიოთეკაზე. იგი ჰაიდარაბადის  კულტურულ გარემოში იზრდებოდა.

14 წლის ასაკში იგი  შესანიშნავი ცხენოსანი და მშვილდოსანი იყო, რის წყალობითაც ჩანდა ახლდა ჰაიდარაბადის  მეორე ნიზამს —  ნასირ ჯანგს სამ ომში, მამაკაცის სამოსში გამოწყობილი. იგი შესანიშნავად ფლობდა მშვილდისა და შუბის ხელოვნებას. სამხედრო წარმატებებისთვის ნიზამებმა მას არაერთხელ მიანიჭეს ჯაგირი მიწებზე, მათ შორის ჰიდერგუდას, ჩანდანაგარის, სოფლების სიედპალისა და ადიკმეტას მახლობლად. მას ასევე  მას აგრეთვე მიანიჭეს  "მაჰ-ლაკა"-ს ტიტული, რაც სიტყვასიტყვით "მთვარის ფორმას" ნიშნავს. ჩანდა არასოდეს დაქორწინებულა, მაგრამ მას ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა რაჯა რაო რამბა რაოსთან (მარათების სამხედრო პირი, რომელიც მეთაურობდა 600 კაციან ცხენოსანთა ნაწილს მარათების სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში)  ჩანდა ასევე აღტაცებული იყო ჰაიდარაბადში ბრიტანეთის რეზიდენტ კირკპატრიკის თანაშემწე კაპიტანი მალკოლმით. მაჰ ლაკა გავლენიანი ქალი იყო ჰაიდარაბადის მეორე და მესამე ნიზამების სამეფო კარზე. იგი გახლდათ ერთადერთი  ქალი ჰაიდარაბადში, რომელმაც იმ დროს აღიარება პოვა. მაჰ ლაკა ხშირად იყო მმართველების მრჩეველი, მის აზრს პოლიტიკურ საკითხებზე ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ. იმდროინდელი დიდგვაროვნების ცხოვრების წესის თანახმად, ჩანდას ყოველთვის თან ახლდა 500 ჯარისკაცი, როდესაც ჩინოვნიკებს სტუმრობდა. ჩანდა ასევე გახლდათ  კარის მოცეკვავე და ნიზამების მმართველობის დროს პრემიერ-მინისტრებისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდა.[4]

მაჰ ლაკა გარდაიცვალა 1824 წელს. მან თავისი ქონება (მიწა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასეულობა) უსახლკარო ქალებს დაურიგა. ჩანდას რეზიდენცია ნამპალიში ცოტა ხნის წინ  ქალთა კოლეჯად გადაკეთდა.

მიღწევები რედაქტირება

 
ერთ-ერთი ლექსის გვერდი
 
მაჰ ლაკას დივანის პირველი გვერდი

მაჰ ლაკაზე გავლენა მოახდინა პოეტმა სირაჯ აურანგაბადიმ (1715-1763).  იგი სწავლობდა ნავაბ მირ-ალამის ხელმძღვანელობით, რომელიც მოგვიანებით გახდა ჰაიდარაბადის პრემიერ- მინისტრი. ჩანდას მშობლიური ენა  ურდუ გახლდათ.  იგი თავისუფლად ფლობდა არაბულს, სპარსულს და ბოჯპურს. 1798 წელს მან კალიგრაფიით  129 ღაზალი დაწერა და გადასცა კაპიტან მალკოლმს 1799 წლის 18 ოქტომბერს მირ-ალამას რეზიდენციაში საცეკვაო წარმოდგენის დროს. ეს მანუსკრიპტი  ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ჩანდა ბაბი პირველი ქალი იყო, რომელმაც გამოსცა დივანი, ღაზალების სრული კრებული. მისი კრებული, სახელწოდებით "გულზარ-ე-მაჰლაკა", შეიცავს 5 კუპლეტისგან შემდგარ 39 ღაზალს . კრებულის გამოცემა მოხდა 1824 წელს, პოეტი ქალის გარდაცვალების შემდეგ .

პოეტი ქალის კრიპტონიმი გახლდათ სახელი ჩანდა. მის ღაზალებში არაერთხელ გამოჩნდა სიტყვები „ბულბულ“ (მომღერალი ბეღურები), „ჰულ“ (ვარდის კვირტი) და „საკი“ (თასმისმპყრობელი). ჩანდას პოპულარობამ განაპირობა ის, რომ იგი გახდა პირველი ქალი თავის რეგიონში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მუშაირში (პოეზიის კონკურსში). თხზულებების და ლექსების წერის გარდა, მაჰ ლაკა მღეროდა იმპერატორ მუჰამად შაჰისა და ბიჯაპურის სულთან იბრაჰიმ I-ის კომპოზიციებს. [5][6][7]

 
მაჰ ლაკა სასახლის კარზე საცეკვაო ნომრის შესრულებისას

ჩანდამ დააარსა კულტურული ცენტრი, სადაც სხვა ოსტატებთან ერთად ასწავლიდა 300 გოგონას. მისი პირადი ბიბლიოთეკა შეიცავდა როგორც ხელნაწერებს, ასევე წიგნებს პოეზიის, ასევე სახვითი ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ. მან დააფინანსა და მეთვალყურეობდა  წიგნის— „მაჰნამას“ გამოცემას ჰაიდარაბადის რენესანსის ისტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩანდა მუსლიმი იყო,  მის შეხედულებებზე ინდუიზმმაც მოახდინა გარკვეული გავლენა. მე-17-18 საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული მმართველებისა და დიდებულების ქების ტრადიციის კვალი ჩანდას ლექსებშიც შეინიშნება.

ზოგიერთი ცნობით, მაჰ ლაკა მისტიციზმით იყო გატაცებული, კერძოდ, სუფიზმითა და ბჰაქტიზმით.[3]

ძეგლი რედაქტირება

 
კამპუსის ტერიტორია, სადაც მდებარეობს ძეგლი და მეჩეთი

ჰაიდარაბადის მახლობლად ბორცვზე მაჰ ლაკამ ააგო გალავანით შემორტყმული მოედანი, სადაც  მუშაირები იმართებოდა. 1792 წელს  იქ ბიოლოგიური დედის საფლავი აღმართა. სიკვდილის შემდეგ მაჰ ლაკა დედის გვერდით დაკრძალეს. საფლავის კომპლექსი აშენდა მოგოლურ და რაჯასტანულ არქიტექტურულ სტილში. მავზოლეუმის გარდა, ასევე არის თაბაშირზე რთული ორნამენტებით შემკული პავილიონი, დასასვენებელი სახლი, მეჩეთი და ორ საფეხურიანი ჭა.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა სკოტ კუგლმა  (ინგლ. Scott Kugle) შეისწავლა მაჰ ლაკას ცხოვრება და, როდესაც აღმოაჩინა მისი ძეგლი დანგრეულ მდგომარეობაში, შესთავაზა მისი აღდგენა. 2010 წელს დეკანის კვლევების ცენტრმა მიიღო დაფინანსება აშშ-ს მთავრობისგან და დაიწყო ძეგლის აღდგენის პროექტი, რომლის დასრულებას ერთი წელი დასჭირდა. რესტავრაცია მუსლიმთა განათლების, სოციალური და კულტურული ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. სარესტავრაციო სამუშაოების დროს ძეგლი გაიწმინდა ნარჩენებისგან, გადაკეთდა წყლის მილები, დაირგო ხეები და ბუჩქები, გარემონტდა შენობები და მათი დეკორაციები.[8][9][10]

ლიტერატურა რედაქტირება

ინგლისურ ენაზე რედაქტირება

  • Scott, Kugle. Mah Laqa Bai and Gender: The Origins of Hyderabad’s Most Famous Courtesan and Her Family // The Journal for Deccan Studies at Hyderabad, India. — 2010. — Vol. 8, № 1. — P. 33–58.
  • Latif, Bilkees. Forgotten. — India: Penguin Books, 2010. — ISBN 978-0-14-306454-1.
  • Stewart, Courtney A.Stewart. Feminine Power of the Deccan: Chand Bibi and Mah Laqa Bai Chanda  : journal. — 2015.
  • Scott, Kugle. When Sun Meets Moon . — UNC Press Books , 2016. — ISBN 9781469626789.

ურდუ რედაქტირება

  • Mah Laqa Chanda. Gulzar e Mah Laqa ციტირების თარიღი: 15 მარტი 2017.
  • Azmi, Rahat. Mah Laqa:Halat e zindage ma dewan (Mah Laqa: Account of her life with poetical compositions) . — Hyderabad: Bazm i Gulistan i Urdu, 1998.
  • Ghulam Samdani, Maulawi. Hayat i Mah Laqa (Life of Mah Laqa) . — Hyderabad: Matba Nizam, 1906.
  • Rizvi, Shafqat. Divan-e Mahlaqa Bai Chanda . — Lahore: Majlis-e-taraqqi-e-adab, 1990.

სქოლიო რედაქტირება

  1. Tharu, Susie J; Lalita, ke (1991) Women Writing in India. . New York: The Feminist Press. ISBN 978-1-55861-027-9.
  2. MNC to help restore Chanda tomb charm The Times of India. 20 August 2010. Archived from the original on 15 July 2014. Retrieved 4 April 2013.
  3. 3.0 3.1 Ganesh, Prashanti (27 December 2011). "Mad and divine women from India celebrated".[მკვდარი ბმული] The New Indian Express. Retrieved 14 April 2013.
  4. "Nizams". Government of Maharashtra. Retrieved 23 June 2021.
  5. V, Govind Krishnan (7 May 2013) A poet called Moon Fountain Ink. Archived from the original on 26 February 2018. Retrieved 5 June 2013.
  6. Thatipalli, Mallik (5 January 2019). "Once Hyderabad's famed courtesan and patron of the arts, Mah Laqa Bai has been forgotten by history". Firstpost Retrieved 23 June 2021.
  7. Shahid, Sajjad (30 December 2012). "The Elite Performer". The Times of India. Archived from the original on 16 February 2013. Retrieved 10 April 2013.
  8. "US Consulate funds renovation of Mah Laqa Bai's tomb". Daily News and Analysis. 19 August 2010. Archived from the original on 24 August 2010. Retrieved 19 September 2012.
  9. Itihas. Vol. 8. University of California, Berkeley. 1992. Retrieved 23 June 2021.
  10. "Mah Laqa Bai's tomb restored, to be reopened on March 6". The Times of India. 4 March 2011. Archived from the original on 5 November 2012. Retrieved 4 April 2013.