ჩამდინარე წყალი — საყოფაცხოვრებო ნაყარითა და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი, რომელსაც კანალიზაციის სისტემით აცილებენ დასახლებული ადგილისა და სამრეწველო საწარმოს ტერიტორიას. ჩამდინარე წყალს მიეკუთვნება აგრეთვე ის წყალი, რომელიც წარმოიქმნება დასახლებული პუნქტებისა და სამრეწველო ობიექტების ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების შედეგად. ჩამდინარე წყალში შემავალი ორგანული ნივთიერებები ხშირად სწრაფად ლპება და აუარესებს წყალსატევისა და ატმოსფეროს სანიტარულ მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას. ამიტომ ჩამდინარე წყლის გაწმენდის, გაუვნებლებისა და უტილიზაციის საკითხები ბუნების დაცვის, ადამიანის, გარემოს გაჯანსაღების, ქალაქებისა და სხვა დასახლებული ადგილების სანიტარული კეთილმოწყობის უზრუნველყოფის პრობლემის განუყოფელი ნაწილია.

გაჭუჭყიანების (მინარევების) წარმოქმნის, შემადგენლობისა და თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით ჩამდინარე წყალი სამი ძირითადი კატეგორიისაა: საყოფაცხოვრებო (სამეურნეო-ფეკალური), საწარმოო (სამრეწველო) და ატმოსფერული. ჩამდინარე წყლის გაჭუჭყიანების ხარისხს აფასებენ მინარევების მასით მოცულობის ერთეულში (მგ/ ან /მ³).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება