ჩაიკოვსკი (რუს. Чайко́вский) — ქალაქი (1962 წლიდან; სახელი ეწოდა პეტრე ჩაიკოვსკის პატივსაცემად) რუსეთის პერმის მხარეში, ვოტკინსკის წყალსაცავის ნაპირზე. ჩაიკოვსკის რაიონის ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური საიგატკა. 2017 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 83 486 კაცს შეადგენს.[5] სამრეწველო ობიექტები: აბრეშუმის ქსოვილების კომბინატი, ქარხნები — „სტროიდეტალი“, სარემონტო-მექანიკური, ხე-ტყის, რძის, სინთეზური კაუჩუკის; ხორცკომბინატი. ჩაიკოვსკში მდებარეობს თერმოელექტროცენტრალი. საგანმანათლებლო ობიექტები: პერმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი, მსუბუქი მრეწველობის პოლიტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებლები. კულტურული ობიექტები: მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა.

ქალაქი
ჩაიკოვსკი
დროშა გერბი
[1]

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 56°46′00″ ჩ. გ. 54°07′00″ ა. გ. / 56.76667° ჩ. გ. 54.11667° ა. გ. / 56.76667; 54.11667
დაარსდა 1955
ფართობი 31 კმ²
ცენტრის სიმაღლე 95 მეტრი
მოსახლეობა 83 077 (1 იანვარი, 2018)[2] ,
82 656 (2019)[3] ,
82 382 (2020)[4]
სატელეფონო კოდი 34241
საფოსტო ინდექსი 617760–617766
ოფიციალური საიტი http://www.chaikovskiy.ru
ჩაიკოვსკი (ქალაქი) — რუსეთი
ჩაიკოვსკი (ქალაქი)

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება